მრავალწლიანი ქაოსისა და სრული კოლაფსის შემდეგ, საქართველოს ერთ დროს სახელოვან ჩაის მრეწველობას ისევ დაეტყო სიცოცხლის ნიშან-წყალი. სულ უფრო მეტ ადამიანსა თუ ბიზნესს (ძირითადად ძალიან მცირეს, თუმცა ზოგიერთ საკმაოდ ამბიციურს. მაგალითად, „გურიელის“ ბრენდით ცნობილ ჯეოპლანტს) მოჰყავს, ამუშავებს და აფასოებს ჩაის. მთავარ მწარმოებელ ქვეყნებსა და საერთაშორისო ბრენდებთან კონკურენციის მიუხედავად, ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით არსებული სახელის გამო ქართულ ჩაის აქვს ექსპორტის დიდი პოტენციალი.
მართალია, პოტენციალი არსებობს, მაგრამ გაურკვეველია, სექტორის განვითარები...