ხაჭაპურის ინდექსის გრაფიკზე (ადგილობრივებისთვის) ერთი თვალის შევლებაც კი საკმარისია, რომ ქართული სოფლის მეურნეობის მთელი ამბავი შევიტყოთ. ზამთრის სუსხიან თვეებში საკუთარი თავის იმედად მიტოვებული ძროხები ძალიან ცოტა რძეს იწველიან, რის გამოც რძის ნაწარმის ფასები კატასტროფულად იზრდება. ადრეულ გაზაფხულზე კი პირიქით, მზიანი ამინდების გამოჩენისა და საძოვრების გამწვანებისთანავე, რძის საბაზრო ფასები უკიდურესად მცირდება. მსხვილმასშტაბიანი ინდუსტრიული რძის წარმოების (რომელიც ასე ძლიერ არ არის დამოკიდებული კლიმატურ პირობებსა და ამინდზე) არარსებობის გამო, ფასე...