წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ რამდენიმე დღე ხმაურიანი და მტვრიანი ქალაქისგან მოშორებით, სოფელში გაატაროთ, ჩაერთოთ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში და უფრო ახლოს გაეცნოთ ადგილობრივ კულტურას. ასეთი დასვენება ტურიზმის ერთ-ერთი სახეობაა, რომელსაც აგროტურიზმი ეწოდება.
ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, სოფლად ტურიზმის სახეობების რაოდენობა იზრდება. სპეციალისტების აზრით, ეს ტენდენცია განპირობებულია ასაკოვანი ადამიანების დაინტერესებით, დაისვენონ მშვიდ გარემოში, სადაც ნაკლებია ჰაერის დაბინძურება. მსგავსი დასვენება ფინანსურადაც უფრო ხელმისაწვდომია და ...