ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

აგროტურიზმი საქართველოში

წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ რამდენიმე დღე ხმაურიანი და მტვრიანი ქალაქისგან მოშორებით, სოფელში გაატაროთ, ჩაერთოთ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში და უფრო ახლოს გაეცნოთ ადგილობრივ კულტურას. ასეთი დასვენება ტურიზმის ერთ-ერთი სახეობაა, რომელსაც აგროტურიზმი ეწოდება.

ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, სოფლად ტურიზმის სახეობების რაოდენობა იზრდება. სპეციალისტების აზრით, ეს ტენდენცია განპირობებულია ასაკოვანი ადამიანების დაინტერესებით, დაისვენონ მშვიდ გარემოში, სადაც ნაკლებია ჰაერის დაბინძურება. მსგავსი დასვენება ფინანსურადაც უფრო ხელმისაწვდომია და განსაკუთრებით ხელსაყრელია მოკლე შვებულების შემთხვევაში ქალაქებთან სიახლოვის გამო.

აგროტურიზმის განვითარება ევროპაში 1960-იან წლებში, იტალიის რეგიონ ტოსკანაში დაიწყო. 1985 წელს იტალიის მთავრობამ აგროტურიზმის შესახებ კანონი შეიმუშავა, რომელიც სოფლად მიტოვებული შენობებისა თუ სახლების განახლებას გულისხმობდა. კანონპროექტმა ახალი შესაძლებლობები გააჩინა იმ ადამიანებისთვის, რომელთა შემოსავლის ძირითად წყაროს სასოფლო-სამეურმეო საქმიანობა წარმოადგენდა. აგროტურიზმმა ახალი სული შთაბერა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს, ტურისტებს კი სოფლად ვენახების, ზეთისხილის პლანტაციებისა თუ სხვა ტრადიციული და უნიკალური იტალიური პროდუქტების გარემოცვაში დასვენების შესაძლებლობა მისცა.


აგროტურიზმის განვითარების შესაძლებლობები და გამოწვევები

აგროტურიზმის განვითარება ასოცირდება შემდეგ ეკონომიკურ, სოციალურ და ეკოლოგიურ სარგებელთან:

ეკონომიკური სარგებელი: ტურისტული მომსახურება შრომა-ინტენსიურია და მისი განვითარება შემოსავლების განაწილებას აუმჯობესებს. აგროტურიზმის განვითარება იწყება ადგილობრივი მაცხოვრებლების ინიციატივით და მომსახურებით მიღებული შემოსავლებიც სწორედ მათთან – მასპინძელ ოჯახებსა და საზოგადოებასთან მიდის. საოჯახო მეურნეობებისთვის მთავარი ეკონომიკური სარგებელი მიიღება ფერმის მთლიანი შემოსავლების ზრდით, ფულადი ნაკადების შემოდინებითა და ოჯახის წევრებისთვის დასაქმების შესაძლებლობების შექმნით.

სოციალური და ეკოლოგიური სარგებელი: ფერმების ტურისტულ ობიექტად გადაკეთება სოციალური ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობას იძლევა. სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება არ არის ცალკე აღებული სარგებელი, ის აკავშირებს აგროტურიზმის ეკოლოგიურ ღირებულებას ეკონომიკურ ღირებულებასთან და ადგილობრივ მაცხოვრებლებს გაუმჯობესებულ ცხოვრების ხარისხს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ ტურიზმს არ აქვს გარემოზე ისეთი უარყოფითი გავლენა, როგორიც სხვა ინდუსტრიულ დარგებს.

სარგებელი შემოქმედებითი ეკონომიკის კონტექსტში: აგროტურიზმის განვითარება შემოქმედებითი ეკონომიკის კონტექსტში შეგვიძლია განვიხილოთ, რაც პროდუქტისა და მომსახურების დამატებული ღირებულის შექმნას არა დიდი ინვესტიციების, არამედ უფრო კრეატიული და შემოქმედებითი იდეების განვითარების ხარჯზე გულისხმობს. სოფლის აქტივობებში ჩართულობით ტურისტი სტატიკური, მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნაცვლად ეზიარება ცოცხალ, არამატერიალურ კულტურულ ღირებულებს, რაც მათ შემოქმედებითი უნარებისა და პოტენციალის განვითარებაში ეხმარება.

აგროტურიზმთან დაკავშირებული გამოწვევები:

სოფლების იერსახის დაკარგვა: ტურისტების ნაკადების ზრდამ შესაძლოა გამოიწვიოს ტრადიციული სახლებისა და ფერმების დანგრევა და მათი ჩანაცვლება თანამედროვე სტრუქტურებით, რომლებიც გათვლილი იქნება ტურისტების დიდი რაოდენობით მიღებასა და მომსახურებაზე.

უარყოფითი ეფექტები გარემოზე: აგროტურისტული ობიექტების უმრავლესობა მდებარეობს ცენტრალური გზებიდან მოშორებით, ტურისტებისთვის რთულად მისადგომ ადგილებში. ასეთ ადგილებში გაზრდილი ტურისტების ნაკადი უარყოფით გავლენას ახდენს გარემოზე.

ორგანიზაციული შესაძლებლობები: აგროტურისტული ობიექტების ორგანიზაციული შესაძლებლობები ხშირ შემთხვევაში არ არის განვითარებული, რადგან ეს, ძირითადად, ფერმაზე დაფუძნებული საქმიანობაა. ამიტომაც ასეთმა ობიექტებმა ტურისტებს შეიძლება სათანადო მომსახურება ვერ გაუწიონ.

2019 წლიდან საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი აქტიურად მუშაობს აგროტურიზმის კანონპროექტზე. კანონპროექტის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შესაძლებლობების გაძლიერება, მათი ეკონომიკური ჩართულობის გაზრდა, დასაქმების ხელშეწყობა და ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლების ზრდაა. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ბაზის არარსებობის მიუხედავად, საქართველოში უკვე ფუნქციონირებს რამდენიმე აგროტურისტული ობიექტი. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 16 ფერმერული მეურნეობა სთავაზობს ტურისტებს ღამის გასათევსა და აგროტურისტულ მომსახურებას, რაც გულისხმობს რთველში მონაწილეობას, ჩურჩხელების ამოვლებას, ყველის ამოყვანასა თუ ყურძნის დაწურვას. ამასთან, კიდევ 130 საწარმო არის დაინტერესებული, რომ დამსვენებელს შესთავაზოს აგროტურისტული მომსახურება. მათი 22% (29) იმერეთში მდებარეობს, 15% (19) – რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, 13% (17) კი – გურიაში (იხ. გრაფიკი 1).

გრაფიკი 1. აგროტურიზმით დაინეტერესებული საწარმოების რაოდენობა რეგიონების მიხედვით

თუმცა ოფიციალური სტატისტიკა აგროტურისტული ობიექტების რაოდენობის შესახებ არ არის ხელმისაწვდომი, რადგან აგროტურისტული ობიექტის სტატუსი არ არის ოფიციალურად განსაზღვრული. ზოგადი ინფორმაცია რეგისტრირებული ტურისტული ობიექტების შესახებ, რომელთა ნაწილი, ცხადია, წარმოადგენს აგროტურისტულ ობიექტს ან დაინტერესებულია აგროტურიზმით, წარმოდგენილია ქვემოთ:

ცხრილი 1. განთავსების ობიექტების რაოდენობა ტიპების მიხედვით

კატეგორია განთავსების რაოდენობა ოთახების რაოდენობა საწოლი ადგილები
სასტუმრო 1,062 29,405 66,834
საოჯახო სასტუმრო 1,017 6,759 17,904
სასტუმრო სახლი 431 3,144 8,499
სხვა 197 2,906 8,049

 წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

აგროტურისტული ობიექტების უმეტესობა შედარებით მცირე ზომისაა და კონცენტრირებულია საოჯახო სასტუმროებისა და სასტუმრო სახლების სეგმენტში.


აგროტურიზმი სოფლის განვითარებისთვის

ტურიზმის სექტორის როლი საქართველოს ეკონომიკაში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.  მისი წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2019 წელს 14.5%-ს შეადგენდა. 2019 წელს საქართველოს 5 მილიონი ტურისტი ეწვია, რაც ორჯერ აღემატება 2012 წლის იმავე მაჩვენებელს (GNTA, 2020). ტურისტების რაოდენობის ზრდასთან ერთად, ტურისტული პროდუქტებიც უფრო მრავალფეროვანი ხდება. გამონაკლისი არც აგროტურიზმია.

აგროტურიზმის განვითარების კარგ საფუძველს ქმნის ქვეყნის მდიდარი კულტურული და აგრარული მემკვიდრეობა, მრაფალფეროვანი ტრადიციები, სოფლის ყოფა-ცხოვრება, ადგილობრივი პროდუქტები. ყოველი რეგიონი გამორჩეულია საკუთარი, უნიკალური ადათ-წესებით, სოფლის მეურნეობის პროდუქტის წარმოების თავისებურებებით.

COVID-19-ის პანდემიამ კიდევ უფრო ცხადჰყო ადგილობრივი ტურიზმის, განსაკუთრებით აგროტურიზმის მნიშვნელობა. საზღვრების ჩაკეტვისა და საერთაშორისო მიმოსვლის შეჩერების შედეგად, ყველაზე მეტად ტურიზმის სექტორი და მასში დასაქმებული ადამიანები დაზარალდა. აგროტურიზმის განვითარება სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის შეიძლება გახდეს დამატებითი შემოსავლის წყარო.

სოფლის მოსახლეობის შემოსავლებისა და სოფლად ცხოვრების დონის გაუმჯობესება აგროტურიზმის მეშვეობით მოითხოვს აგროტურისტული მომსახურების ბაზრის ფორმირებას, რაც გულისხმობს:

• განვითარებულ ინფრასტრუქტურას (კანალიზაცია, წყალზე წვდომა განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში, ნარჩენების მართვა დასახლებულ პუნქტებთან განსაკუთრებით და ასევე მუნიცილიტეტისგან მოშორებით, გზები, მიწის რეგისტრაცია გაზი, ელექტროენერგიაზე წვდომა);

• უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას (ტურისტის ფიზიკური უსაფრთხოება, სურსათის უვნებლობა);

• აგროტურისტული ობიექტების ერთიანი ბაზის არსებობას, რომელიც ტურისტებს საშუალებას მისცემს, გაეცნონ საქართველოში არსებულ აგროტურისტულ ობიექტებს და  შეარჩიონ მათთვის სასურველი დანიშნულება;

• აგროტურისტულ ობიექტებში დასაქმებულთა შესაძლებლობების გაძლიერებას.

ზემოთ ხსენებული ღონისძიებების გატარება ხელს შეუწყობს აგროტურიზმის განვითარებას, რომელიც, თავის მხრივ, ბევრ მიტოვებულ სოფელს დაუბრუნებს სიცოცხლეს.


მასალის გამოყენების წესები 

Rate this blog entry:
1 Comment

Related Posts

Comments

 
Guest - LydiaMoon on სამშაბათი, 29 სექტემბერი 2020 17:31

Attention:
Are you looking for a REAL FINANCIAL LOAN COMPANY  to give you loan between 5,000 Euro and 50,000,000 Euro (for a business or company loan, personal loan, home loans, car loan, debt consolidation loans, venture capital, healthcare loan, etc.)
Or have you been denied a loan from a bank or financial institution because of one reason or the other?
Apply now and get a real financial loan processed and approved within 3 days.
LYDIA MOON CO-OPERATIVE LOAN COMPANY, we are an Internationally Accredited Loan Lender that give REAL FINANCIAL LOANS to individuals and companies in a low interest rate of 2% with your valid identity card or your country international passport for verification.
Our loan Repayment starts 1 (One) year after you have received your loan, and repayment duration ranges from between 3 to 50 years duration.

FOR IMMEDIATE RESPONSE AND PROCESSING OF YOUR LOAN REQUEST WITHIN 2 WORKING DAYS,
Contact us directly through this email: lydiamooncooperativeloan@gmail.com


Contact us with the following information:

Full Name:____________________________
Amount Needed as Loan:________________
Loan Duration:_________________________
Purpose for Loan:______________________
Date of Birth:___________________________
Gender:_______________________________
Marital status:__________________________
Contact Address:_______________________
City/Zip code:__________________________
Country:_______________________________
Occupation:____________________________
Mobile Phone:__________________________

Send your request for immediate response to: lydiamooncooperativeloan@gmail.com

Thank you.
LYDIA MOON
Director.
LYDIA MOON CO-OPERATIVE LOAN COMPANY
Email:lydiamooncooperativeloan@gmail.com

Attention: Are you looking for a REAL FINANCIAL LOAN COMPANY  to give you loan between 5,000 Euro and 50,000,000 Euro (for a business or company loan, personal loan, home loans, car loan, debt consolidation loans, venture capital, healthcare loan, etc.) Or have you been denied a loan from a bank or financial institution because of one reason or the other? Apply now and get a real financial loan processed and approved within 3 days. LYDIA MOON CO-OPERATIVE LOAN COMPANY, we are an Internationally Accredited Loan Lender that give REAL FINANCIAL LOANS to individuals and companies in a low interest rate of 2% with your valid identity card or your country international passport for verification. Our loan Repayment starts 1 (One) year after you have received your loan, and repayment duration ranges from between 3 to 50 years duration. FOR IMMEDIATE RESPONSE AND PROCESSING OF YOUR LOAN REQUEST WITHIN 2 WORKING DAYS, Contact us directly through this email: lydiamooncooperativeloan@gmail.com Contact us with the following information: Full Name:____________________________ Amount Needed as Loan:________________ Loan Duration:_________________________ Purpose for Loan:______________________ Date of Birth:___________________________ Gender:_______________________________ Marital status:__________________________ Contact Address:_______________________ City/Zip code:__________________________ Country:_______________________________ Occupation:____________________________ Mobile Phone:__________________________ Send your request for immediate response to: lydiamooncooperativeloan@gmail.com Thank you. LYDIA MOON Director. LYDIA MOON CO-OPERATIVE LOAN COMPANY Email:lydiamooncooperativeloan@gmail.com
Already Registered? Login Here
Register
Guest
კვირა, 29 დეკემბერი 2024

Captcha Image

Our Partners