საქართველომ COVID-19-ის პანდემიას ადრეულ ეტაპზევე უპასუხა აგრესიული ზომების შემოღებით. საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის წარმომადგენლების გადაწყვეტილებით, ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჩაიკეტა საერთაშორისო საზღვრები, აიკრძალა შიდა გადაადგილება და საზოგადოებრივი თავშეყრა, დაიხურა კაფე-რესტორნები და სავაჭრო ცენტრები, დაწესდა კომენდანტის საათი. შედეგი ის იყო, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა არ გადაიტვირთა COVID-19-ის პაციენტებით. 18 ივნისისთვის საქართველოში კორონავირუსის 893 დადასტურებული შემთხვევაა, რომელთაგან 739 უკვე გამოჯანმრთელდა. სიკვდილიანობის მაჩვენებელიც საკმაოდ დაბალია და დღეის მდგომარეობით 14-ს შეადგენს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში ბევრად უკეთესია, ვიდრე მეზობელ აზერბაიჯანში, თურქეთში, რუსეთსა თუ სომხეთში.
თუმცა კორონავირუსის წინააღმდეგ წარმატებულ ბრძოლას თავისი ფასი აქვს. ეპიდემიის შედეგად გაჩენილი გაურკვევლობებისა და დაწესებული შეზღუდვების გამო, ეკონომიკური აქტივობა შენელდა. ეკონომიკის ფორმალურ თუ არაფორმალურ სექტორებში დასაქმებულმა ათასობით ადამიანმა დაკარგა სამსახური და შემოსავლის წყარო. გაჩნდა სიღარიბის რისკი. მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში დახმარების არაერთი პროგრამა წარმოადგინა, თუმცა ამ პროგრამებმა მხოლოდ მცირედით შეძლო შოკის შემსუბუქება და ეკონომიკის აღდგენის დაჩქარება. საქსტატმა უკვე გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის თანახმადაც მარტში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) წლიურად 2.7%-ით, აპრილში კი 16.6%-ით შემცირდა.
COVID-19-ის ეკონომიკურმა ეფექტმა აიძულა მთავრობა, დაეჩქარებინა შეზღუდვების მოხსნის პროცესი. მაისის ბოლოსთვის შეზღუდვების დიდი ნაწილი უკვე გაუქმებული იყო. 8 ივნისიდან კი გაიხსნა კაფე-რესტორნები და სასტუმროები, აღდგა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება. აღნიშნული გადაწყვეტილებებით ეკონომიკის ყველა სექტორი ისარგებლებს, განსაკუთრებით კი ტურიზმი, რომელიც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დარგია. საქსტატის მონაცემებს თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ 2019 წელს ტურიზმთან დაკავშირებულ სექტორებზე ქვეყნის მშპ-ის 11.6% მოდიოდა. დასაქმებაში ტურიზმის პირდაპირი წილი კი 10.9%-ს შეადგენდა (WTTC, 2020)1.
სწორედ ამიტომ მთავრობამ შეიმუშავა ტურიზმის ამოქმედების ანტი-კრიზისული გეგმა, რომლის ფარგლებშიც, ქონებისა და საშემოსავლო გადასახადი გადაუვადდათ ტურიზმთან დაკავშირებულ ბიზნეს-სუბიექტებს. სახელმწიფო მათ საბანკო სესხებსა და სააპროცენტო განაკვეთებსაც დაუსუბსიდირებს. ანტი-კრიზისული გეგმის თანახმად, 15 ივნისიდან აღდგა შიდა ტურიზმი. 1-ლი ივლისიდან კი ქვეყანა პირველ საერთაშორისო ტურისტებს მიიღებს ე.წ. „უსაფრთხო კორიდორის“ ქვეყნებიდან: პირდაპირი ფრენები აღდგება იმ ქვეყნებთან, სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლს ექვემდებარება. მთავრობის მიერ თავდაპირველად შემუშავებული პოტენციური უსაფრთხო ქვეყნების სია, რომლებთან მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს, ასე გამოიყურება: ისრაელი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, ავსტრია, გერმანია, ჩეხეთის რესპუბლიკა, უნგრეთი და, დიდი ალბათობით, პოლონეთი და საბერძნეთი.
საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც უკვე დაიწყეს საზღვრების გახსნა და ტურიზმის ინდუსტრიის ხელახლა ამოქმედება. სავარაუდოდ, 2020 წელს ტურისტებზე კონკურენცია საკმაოდ მკაცრი იქნება, რადგან ევროპის ძირითადი ტურისტული ქვეყნებიც (საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი და სხვ.) აპირებენ ივნისიდან საზღვრების გახსნას. ამ ფაქტის გათვალისწინებით, ზოგიერთი ქვეყანა საერთაშორისო ტურიზმის წახალისებისთვის ინოვაციურ ზომებსაც კი მიმართავს. მაგალითად, კვიპროსი შემოსულ ყველა ტურისტს, ვინც ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირდება, უკან დაუბრუნებს ვიზიტის დროს დახარჯულ თანხას (გარდა ბილეთის საფასურისა)2. ბევრი ასეთი ქვეყნისგან განსხვავებით, ტურისტების მოზიდვის საქმეში საქართველოს მთავარი შედარებითი უპირატესობა უსაფრთხოებაა. ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) მონაცემებით, საქართველოზე ნაკლები კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა მხოლოდ ანდორას, ფარერის კუნძულებს, გიბრალტარს, მალტას, მონაკოს, მონტენეგროსა და სან მარინოს აქვთ. Washington Post-მა, CNN-მა და Forbes-მა უკვე დაასახელეს საქართველო პოსტ-კოვიდური პერიოდის ტურიზმისთვის ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყნად. მეტიც, Forbes-მა 2020 წლის ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ ქალაქებს შორის თბილისი პირველ, ბათუმი კი მეშვიდე ადგილზე დაასახელა.
მთავრობამ სასტუმროებს, საცურაო აუზებსა და რესტრონებს არაერთი სტანდარტი და რეგულაცია დაუწესა, რათა მიღწეული წარმატება და კოვიდისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსი შეინარჩუნოს. ამ ახალი მოთხოვნების მიზანი სოციალური დისტანცირებისა და დამატებითი სანიტარიული ზომების უზრუნველყოფაა, რაც ვიზიტორებისა და ტურისტული სერვისების მიმწოდებლების უსაფრთხოების კიდევ უფრო გაუმჯობესებას ემსახურება. მეტიც, პრემიერ-მინისტრის განცხადების მიხედვით, საქართველოში ჩამოსული ტურისტები ვალდებული იქნებიან, წარმოადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის პასუხი.
მაინც რამდენი ტურისტი ეწვევა წელს საქართველოს? ამ ეტაპზე მიახლოებითი რიცხვის პროგნოზირებაც კი შეუძლებელია, მაგრამ ის კი დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო წლების შედეგებს ვერ გავიმეორებთ. მით უმეტეს, რომ შერჩეული „უსაფრთხო“ ქვეყნებიდან შემოსულ ვიზიტორებზე 2019 წელს მთლიანი საერთაშორისო ვიზიტორების მხოლოდ 6.4% მოდიოდა (თუმცა დადებითი მხრიდან თუ შევხედავთ, ისინი ერთ ვიზიტზე იმაზე მეტს ხარჯავენ, ვიდრე მეზობელი ქვეყნებიდან შემოსული ვიზიტორები).
იმისთვის, რომ დაგვედგინა, რა ზეგავლენას იქონიებს COVID-19-ის პანდემია საქართველოს ტურიზმის სექტორსა და, ზოგადად, ეკონომიკაზე, გავაანალიზეთ საქსტატის მონაცემები შემოსულ და ადგილობრივ ვიზიტორებზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გამყვან ტურიზმს ქვეყნის ეკონომიკაში წილი არ შეაქვს, რადგან იგი სერვისების იმპორტს გულისხმობს (თანხა იხარჯება სხვა ქვეყნებში წარმოებულ საქონელსა და სერვისებზე), მაშინ, როდესაც საერთაშორისო და ადგილობრივი ვიზიტორების მიერ დახარჯული თანხები ადგილობრივ წარმოებასა და სერვისების მიწოდებას ახალისებს.
ანალიზის დროს გამოვიყენეთ მშპ-ში ტურიზმის წილის ალტერნატიული შეფასება. ჯერ დავითვალეთ დამატებული ღირებულების წილი მთლიან გამოშვებაში ტურიზმთან დაკავშირებული შემდეგი სექტორებისთვის: 1) სასტუმროები, ბანაკები და სხვა მოკლევადიანი განთავსების სერვისები, 2) საცალო ვაჭრობა (აქ შედის ავტომობილებითა და მოტოციკლებით ვაჭრობაც), 3) სარკინიგზო ტრანსპორტი; სხვა სახმელეთო ტრანსპორტი და საზღვაო და კაბოტაჟური წყლის ტრანსპორტიდა 4) სამოგზაურო ბიუროებისა და ტურისტული აგენტების საქმიანობა; ტურისტებისათვის დახმარების აღმოჩენა. შემდეგ შეფასებული წილი მივუსადაგეთ ვიზიტორების ხარჯების სტრუქტურას და დავითვალეთ მათი ვიზიტის დროს შექმნილი დამატებული ღირებულება3.
საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს საერთაშორისო ვიზიტორებმა საქართველოში 8,512 მლნ. ლარი დახარჯეს, ქართველებმა კი – 1,843 მლნ. ლარი. ჩვენი გამოთვლების მიხედვით, 2019 წელს ტურიზმის წილი ეკონომიკაში 14.5% იყო.
უფრო მარტივად რომ წარმოვადგინოთ ტურიზმიდან მიღებული პოტენციური შემოსავალი და მისი წილი 2020 წლის ეკონომიკაში, დავუშვით, რომ ვიზიტორებმა იმდენივე თანხა დახარჯეს I კვარტალში, რამდენიც წინა წელს და არაფერი II კვარტალში4. ამის შემდეგ, შევიმუშავეთ სხვადასხვა სცენარი, რათა დაგვედგინა 2020 წლის III და IV კვარტლების ეკონომიკური ინდიკატორები.
ცხრილი 1. ვიზიტორთა ტიპების ეკონომიკური ინდიკატორები
ხარჯი (მლნ. ლარი) | წილი 2019 წლის მშპ-ში (%) | მშპ-ის დანაკარგი 2020 წელს (%) | ||||||
შემოსული | გასული | ადგილობრივი | მთლიანი | შემოსული | ადგილობრივი | მთლიანი | ||
საბაზისო (2019) | 8,512 | 2,082 | 1,843 | 12,436 | 11.8 | 2.6 | 14.5 | |
სცენარი 1 | 1,186 | 359 | 1,485 | 3,031 | 1.7 | 2.1 | 3.8 | 10.7 |
სცენარი 2 | 1,186 | 359 | 2,038 | 3,583 | 1.7 | 2.9 | 4.5 | 9.9 |
სცენარი 3 | 1,186 | 359 | 2,590 | 4,136 | 1.7 | 3.6 | 5.3 | 9.2 |
სცენარი 4 | 2,420 | 636 | 2,314 | 5,369 | 3.4 | 3.3 | 6.6 | 7.9 |
სცენარი 5 | 3,653 | 912 | 2,038 | 6,602 | 5.1 | 2.9 | 7.9 | 6.5 |
სცენარი 1 – 2020 წლის III და IV კვარტლებში ქვეყანას არ ჰყავს შემოსული და გასული ვიზიტორები, ადგილობრივი ვიზიტები კი სრულად აღდგება; | ||||||||
სცენარი 2 – 2020 წლის III და IV კვარტლებში ქვეყანას არ ჰყავს შემოსული და გასული ვიზიტორები, ადგილობრივი ვიზიტები კი სრულად აღდგება, გარდა ამისა, გასული ვიზიტების 50% ჩანაცვლდება ადგილობრივი ვიზიტებით; | ||||||||
სცენარი 3 – 2020 წლის III და IV კვარტლებში ქვეყანას არ ჰყავს შემოსული და გასული ვიზიტორები, ადგილობრივი ვიზიტები კი სრულად აღდგება, გარდა ამისა გასული ვიზიტების 100% ჩანაცვლდება ადგილობრივი ვიზიტებით; | ||||||||
სცენარი 4 – 2020 წლის III და IV კვარტლებში შემოსული და გასული ვიზიტების 25% აღდგება, ადგილობრივი ვიზიტები სრულად აღდგება, გასული ვიზიტების 75% ჩანაცვლდება ადგილობრივი ვიზიტებით; | ||||||||
სცენარი 5 – 2020 წლის III და IV კვარტლებში შემოსული და გასული ვიზიტორების 50% აღდგება, ადგილობრივი ვიზიტები სრულად აღდგება, გასული ვიზიტების 50% ჩანაცვლდება ადგილობრივი ვიზიტებით; |
წყარო: საქსტატი, ავტორების გამოთვლები
როგორც ვხედავთ, 1-ლი სცენარი ყველაზე პესიმისტურია. ამ სცენარის დადგომის შემთხვევაში, ტურიზმის სექტორი მხოლოდ ადგილობრივი ტურისტების იმედად უნდა იყოს. ამ სცენარის თანახმად, ქვეყნის ეკონომიკა 2019 წლის მშპ-ის 10.7%-ს დაკარგავს.
მე-2 და მე-3 სცენარების შემთხვევაში, გასული ვიზიტები ადგილობრივი ვიზიტებით ჩანაცვლდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ევროპის პოპულარულ ტურისტული ადგილების მონახულების ნაცვლად, ქართველები არდადეგებს აჭარის ძვირადღირებულ საზღვაო სასტუმროებსა და თუშეთისა და სვანეთის სამთო კურორტებზე გაატარებენ. მე-3 სცენარით, რომლის მიხედვითაც ქვეყნიდან გასული ვიზიტების დროს დახარჯული თანხები მთლიანად ადგილობრივ ვიზიტებზე გადანაწილდება, მშპ-ის დანაკარგი 9.2% იქნება.
მე-4 და მე-5 სცენარებში უკვე ჩანს „უსაფრთხო“ ქვეყნებისთვის საერთაშორისო საზღვრების გახსნის შედეგი. ჩვენი დაშვებით, მე-4 სცენარის დადგომის შემთხვევაში, საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა 2019 წლის 25%-ს მიაღწევს, იგივე მაჩვენებელი მე-5 სცენარის შემთხვევაში კი 50% იქნება. შესაბამისად, საუკეთესო, მე-5 სცენარის მიხედვით, მშპ-ის დანაკარგი 6.5% იქნება.
მაინც რამდენი ტურისტი უნდა მიიღოს საქართველომ „უსაფრთხო ქვეყნებიდან“, რომ COVID-19-ით მიღებული ზარალი დააკომპენსიროს? ან რომელ ქვეყნებზე უნდა გავაკეთოთ სწორება საერთაშორისო ტურიზმის პოპულარიზების კამპანიის დროს? ამ კითხვებზე პასუხებს უკვე ჩვენს შემდეგ ბლოგში შემოგთავაზებთ.
1 მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია.
2 Forbes, 2020.
3 საქსტატის მონაცემებით, ვიზიტორების მიერ დახარჯული თანხა მოიცავს განთავსების, კულტურული და გასართობი სერვისების, შოპინგის, შიდა სახმელეთო ტრანსპორტირების, სასმელის, საკვებისა და სხვ. ხარჯებს.
4 ეს დაშვებები, მართალია, გამოყენებულია კალკულაციების გამარტივების მიზნით, თუმცა რეალობასთან ძალიან ახლოსაა.
Comments
Attention:
Are you looking for a REAL FINANCIAL LOAN COMPANY to give you loan between 5,000 Euro and 50,000,000 Euro (for a business or company loan, personal loan, home loans, car loan, debt consolidation loans, venture capital, healthcare loan, etc.)
Or have you been denied a loan from a bank or financial institution because of one reason or the other?
Apply now and get a real financial loan processed and approved within 3 days.
LYDIA MOON CO-OPERATIVE LOAN COMPANY, we are an Internationally Accredited Loan Lender that give REAL FINANCIAL LOANS to individuals and companies in a low interest rate of 2% with your valid identity card or your country international passport for verification.
Our loan Repayment starts 1 (One) year after you have received your loan, and repayment duration ranges from between 3 to 50 years duration.
FOR IMMEDIATE RESPONSE AND PROCESSING OF YOUR LOAN REQUEST WITHIN 2 WORKING DAYS,
Contact us directly through this email: lydiamooncooperativeloan@gmail.com
Contact us with the following information:
Full Name:____________________________
Amount Needed as Loan:________________
Loan Duration:_________________________
Purpose for Loan:______________________
Date of Birth:___________________________
Gender:_______________________________
Marital status:__________________________
Contact Address:_______________________
City/Zip code:__________________________
Country:_______________________________
Occupation:____________________________
Mobile Phone:__________________________
Send your request for immediate response to: lydiamooncooperativeloan@gmail.com
Thank you.
LYDIA MOON
Director.
LYDIA MOON CO-OPERATIVE LOAN COMPANY
Email:lydiamooncooperativeloan@gmail.com