ამჟამად ფერმერობა საქართველოში „იძულებითი საქმიანობაა“ – ქართველ „ფერმერთა“ დიდი უმრავლესობა პროფესიული თვალსაზრისით არც არის ფერმერი. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, იარსებონ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებით. საქართველოს რეგიონებში მოგზაურობისას მაშინვე შეამჩნევთ, რომ ამ იძულებითი საქმიანობით ძირითადად ასაკოვანი თაობაა დაკავებული. ისინი კი, ვისაც ცხოვრება უფრო ხელსაყრელ შესაძლებლობებს სთავაზობს, ქალაქად მიდიან. ასეთები კი, ძირითადად, ახალგაზრდები არიან.
რამდენ მოქნილობასა და მოტივაციას შეიძლება ველოდეთ სოფლად დარჩენილი ასაკოვანი თა...