ISET-ში ვასწავლით ეკონომიკას, სადაც სტუდენტები იყენებენ მათემატიკის ენას ეკონომიკური ქცევებისა (მიკროეკონომიკა) და მაკროეკონომიკური სისტემების ანალიზისთვის. ISET დაარსდა თბილისში, ამიტომ ჩვენ ძალიან ვართ დამოკიდებული ისეთი ქართული საგანმანათლებლო ინსტიტუტების აღმავლობაზე, როგორიცაა სკოლები და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა თუ სხვა უნივერსიტეტების საბაკალავრო პროგრამები. სამწუხაროდ, ქართველი ახალგაზრდების მათემატიკის ცოდნის დონე იმედისმომცემი ნამდვილად არ არის, რაც თავისთავად მეტყველებს მათ მიერ ISET-ში მოსვლამდე გავლილი ქართული საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხზე. ჩვენი მომავალი სტუდენტების აბსოლუტური უმრავლესობა ისე მოდის ISET-ში, რომ თითქმის არაფერი იცის სტატისტიკასა და კალკულუსში.
შედეგად, ჩვენც გვიწევს ჩვენი მისაღები გამოცდები ისე შევადგინოთ, რომ მათემატიკაზე მეტად ზოგადად „პრობლემის გადაჭრის“ უნარი შემოწმდეს (წინააღმდეგ შემთხვევაში, წელიწადში მხოლოდ 3-5 სტუდენტის მიღებას თუ შევძლებდით!). უფრო მეტიც, ეკონომიკის სწავლების ნაცვლად, პირველ სასწავლო წელს იძულებული ვართ, უამრავი დრო დავხარჯოთ, რათა შევავსოთ მათემატიკისა და სტატისტიკის ცოდნაში არსებული სიცარიელე.
არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს კარგი ამბავია საქართველოსთვის, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს პრობლემა მხოლოდ ჩვენ არ გვაქვს. როგორც ნიუ იორკ თაიმსის მესვეტე, ნიკოლას კრისტოფი წერს თავის სტატიაში, შესაძლოა, ამერიკელ ახალგაზრდებს კიდევ უფრო ცუდად ჰქონდეთ საქმე.
ნიკოლას კრისტოფი: ხართ თუ არა მე-8 კლასის მოსწავლეზე უფრო ჭკვიანი?
(სტატიის ორიგინალი იხ. ნიუ იორკ თაიმსში)
ვშიშობ, მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა განაგრძოთ ამ სტატიის კითხვა, თუ შეგიძლიათ პასუხი გასცეთ ამ კითხვას, რომელიც დაუსვეს მე-8 კლასის მოსწავლეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში:
ა. 6n+3
ბ. 6n
გ. 6n-1
დ. 6n-3
კორეელი მოსწავლეების ორ მესამედზე მეტმა სწორად უპასუხა ამ კითხვას (სწორი პასუხია ბ). ამერიკელი მოსწავლეების მხოლოდ 37% უპასუხა სწორად, რითიც ისინი ჩამორჩებიან ირანელ, ინდონეზიელ და განელ თანატოლებს.
ჩვენ ვიცით, რომ ჯონი ცუდად კითხულობს, მაგრამ, როგორც ჩანს, ჯონი კიდევ უფრო ცუდად ანგარიშობს.
საგანმანათლებლო ტესტირების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მსოფლიო რეპორტის მიხედვით, ამერიკელი ახალგაზრდები ძალიან სუსტები არიან კითხვაში, მაგრამ კიდევ უფრო ცუდად ართმევენ თავს მათემატიკურ დავალებებს. ამ მაჩვენებლით ისინი ბოლო ადგილს იკავებენ ყველა შემოწმებულ ქვეყანას შორის. ეს არის ის თაობა, რომელიც საუკუნის მეორე ნახევარში შექმნის ქვეყნის სამუშაო ძალას. ეს არის თაობა, რომელმაც კონკურენცია უნდა გაუწიოს სხვა ქვეყნების მოქალაქეებს.
ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ამერიკელთა შედეგები დაეცა სიღარიბის გამო. საერთაშორისო სარეიტინგო სიების მიხედვით, უკვე ხარისხმიღებულმა ამერიკელმა 2000-იანელებმა დააგროვეს ყველაზე ცოტა ქულა მათემატიკურ დავალებებში.
აქვე მოვიყვანთ კიდევ ერთ ამოცანას:
ა. 680 გრადუსს
ბ. 600 გრადუსს
გ. 540 გრადუსს
დ. 420 გრადუსს
ამერიკელ მე-8 კლასელთა მხოლოდ 22%-მა გასცა სწორი პასუხი (სწორი პასუხია ბ), თუმცა ამ შედეგით ისინი ჩამორჩებიან პალესტინელ, თურქ და სომეხ თანატოლებს.
ჩემს ერთ-ერთ ბოლო სვეტში პეანი შევთავაზე მთელ კაცობრიობას. მაგრამ, როგორც პროფესორი შენიშნავს რედაქტორისადმი მიწერილ წერილში, ისიც სიმართლეა, რომ სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ საბუნებისმეტყველო და ზუსტ მეცნიერებებს, ხშირად იღებენ კურსებს ჰუმანიტარულ მეცნიერებებში. თუმცა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სტუდენტები ხშირად თავგამოდებით ცდილობენ მათემატიკისა და სხვა ზუსტი მეცნიერებებისგან თავის არიდებას (გამონაკლისია ისეთი კლასები, როგორიცაა, მაგალითად, „ფიზიკა პოეტებისთვის“).
მათემატიკის ცოდნა არ არის ჭკუისკოლოფობის ნიშანი, იგი ელემენტარული მოთხოვნაა საჯარო პოლიტიკაზე ინტელექტუალური მსჯელობისთვის. ამის გარეშე პოლიტიკოსები რუტინულად ცდილობენ სტატისტიკის გამოყენებით გავიდნენ იოლას. როგორც მარკ ტვენმა თავის დროზე მართებულად შენიშნა, მთვრალი სინათლის ბოძს მისაყრდნობად იყენებს და არა გზის გასანათებლად.
(ვფიქრობ, ამერიკული სკოლები და კოლეჯები ზედმეტ ყურადღებას აქცევენ კალკულუსს და ჯეროვნად არ ასწავლიან სტატისტიკას. ქვეყნის ყველა მოქალაქეს უნდა შეეძლოს სტატისტიკური ანგარიში).
საჯარო განხილვები ხშირად ტრიალებს ელემენტარული სტატისტიკური იდეების ირგვლივ, როგორიცაა, მაგალითად, სტანდარტული გადახრა, თუმცა ძალიან ცოტა ამერიკელს ესმის ისინი.
ამ ყველაფრის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ ამერიკელ ახალგაზრდებს, საშუალოდ, აქვთ ერთი საკვერცხე და ერთი სათესლე ჯირკვალი. მაგრამ, აბა, სცადე და იპოვე ასეთი „საშუალო ადამიანი“.
აქვე კიდევ ერთი პოპულარული ამოცანა:
ამერიკელ მე-8 კლასელთა მხოლოდ 7%-მა უპასუხა სწორად (სწორი პასუხია 15 სმ). სამაგიეროდ სინგაპურელ მე-8 კლასელთა 53%-მა სწორად უპასუხა ამ შეკითხვას სწორად.
ვიცი, ბევრი მკითხველი ბუზღუნით გააპროტესტებს, რომ მათემატიკაში არც ისე კარგები არიან! მართალია, არსებობენ მათემატიკის გენისოები, რომლებიც ჩემგან და თქვენგან განსხვავდებიან. გადმოცემის თანახმად, როდესაც დიდი მათემატიკოსი, კარლ გაუსი სკოლის მოსწავლე იყო, მასწავლებელმა მოსწავლეებს დაავალა, დაეთვალათ რიცხვთა ჯამი 1-დან 100-მდე. გაუსმა სწრაფადვე უპასუხა: 5,050.
სახტად დარჩენილმა მასწავლებელმა ჰკითხა, საიდან იცოდა პასუხი. გაუსმა ახსნა, რომ 1-ს მიუმატა 100, 2-ს მიუმატრა 99 და მიხვდა, რომ 50 ასეთი წყვილი იქნებოდა, რომელთა ჯამი 101 იქნებოდა. შესაბამისად, 50-ჯერ 101 უდრის 5050.
გეთანხმებით, მოდით, გავბრაზდეთ მთელი მსოფლიოს გაუსებზე, ასე გამაღიზიანებლად ჭკვიანები რომ არიან. მაგრამ მოდი, ნუ გამოვიყენებთ ამას მიზეზად, რომ დავემალოთ ციფრების სისასტიკეს. სინგაპურმა მხოლოდ იმიტომ შეძლო მათემატიკური უნარ-ჩვევების განვითარება ჩვეულებრივ ბავშვებში, რომ ამაზე მუშაობდა.
რა თქმა უნდა, ანგარიში არ არის მხოლოდ ციფრები. ის ლოგიკასაც გულისხმობს. ნება მიბოძეთ, დაგტოვოთ ჩემი ოჯახის ერთ-ერთ საყვარელ ამოცანასთან, ლოგიკურ თავსატეხთან, რომელიც პირველად ბავშვობაში გავიგე. ის საერთოდ არ არის მათემატიკური, მიუხედავად იმისა, რომ მათემატიკაში ნავარჯიშები ადამიანები უკეთესად იაზრებენ და ხსიან მას:
ეს არ არის ეშმაკური კითხვა. თავადაც მიხვდებით, როცა პასუხს გაიგებთ. პირველი მკითხველი, ვინც არ იცის ეს თავსატეხი, მაგრამ ამოხსნის და ტვიტერზე ან ფეისბუქზე მომწერს სწორ პასუხს, მიიღებს ჩემ მიერ ხელმოწერილ ჩემს უკანასკნელ წიგნს ან სადამ ჰუსეინის პოსტერს, რომელიც ერაყში გამოვაქვეყნე ომის დროს. კითხვაზე სწორი პასუხი დევს ჩემს ბლოგზე, მაგრამ თქვენ არ დაგჭირდებათ დახმარება, ხომ მართალია?
Comments
Thank you for posting this. The blog is very well written and is highly descriptive. The educational institutions need to prepare their entrance exam papers appropriately according to the convenience of the students. Great information. Similar articles are also available at PenMyPaper written by specialized academic experts.
I loved this post. This is amazing and knowledgeable. Educational is important for influencing the countries economic performance. The students need to learn maths, english, science and other important subjects to do better in their careers. The world is developing so the countries also should develop by ensuring growth of their students. From various papers at https://penmypaper.com/write-my-essay I have learned about the importance of reading and writing to reduce the level of poverty in the countries. Thanks for penning down this post.