ალბათ ბევრი ეთანხმება აზრს, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობაში მეტისმეტად ბევრი ადამიანია დასაქმებული (უფრო სწორედ, არასათანადოდ დასაქმებული). ისტორიულად, ბევრი ქვეყნის განვითარების გამოცდილება მიუთითებს ამ სექტორში დასაქმებისა და დამატებული ღირებულების წილის გარდაუვალ შემცირებაზე. თუმცა საქართველოში ამგვარი სტრუქტურული ცვლილების მასშტაბები მოკრძალებულია და მხოლოდ სეზონური და მუდმივი შრომითი მიგრაციით შემოიფარგლება. ათწლეულზე მეტია, რაც სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულთა წილი 52-54%-ის ფარგლებში მერყეობს. როგორც გრაფიკზეა ნაჩვენები, დანარჩენი სამუშაო...