მიმდინარე სასწავლო წელს, თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლამ (ISET) მიიღო ცხრა სტუდენტი სომხეთიდან და ერთი აზერბაიჯანიდან. ისინი თბილისში ჩამოვიდნენ აგვისტოს დასაწყისში და ბინადრობის ნებართვაზე განაცხადი შეიტანეს 1 სექტემბრამდე. ყველა აპლიკაცია იდენტური იყო. ამ ათი სტუდნეტიდან, შვიდმა მიიღო ბინადრობის ნებართვა, ორს უარი განუცხადეს და ერთის საქმე ჯერ კიდევ პროცესშია. უარის გაცემის საფუძვლად დასახელდა უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის მე-18 მუხლის შემდეგი პუნქტი, რომლის მიხედვითაც, უცხოელს საქართველოში ბ...