თანამედროვე ენერგომომსახურებების მისაწვდომობა ადამიანთა კეთილდღეობის, ეკონომიკური და სოციალური განვითარების საწინდარია. სწორედ ეს დაასახელა ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ გაეროს ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევის წინაპირობადაც. 2011 წლის მსოფლიო ენერგეტიკის მიმოხილვაში კი სააგენტომ დააყენა მსოფლიოს ღარიბთათვის ენერგომომსახურებების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად რესურსების მობილიზების საჭიროების საკითხიც.
საქართველოს მსგავს გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში ენერგომომსახურებების ხელმიუწვდომლობის საკითხი განსაკუთრებული სიმწვავით არ დგას. მიუხედ...