დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებ რაჭველებზე ამბობენ, რომ დინჯები არიან, ქცევაშიც და საუბარშიც. ეს რამდენად მართალია, არ ვიცი, მაგრამ, რაჭველები რომ სულელები არ არიან, ცხადია. ყოველ შემთხვევაში, ამაზე მეტყველებს ზოგადი უნარ-ჩვევების გამოცდაზე მათ მიერ მიღებული ქულები. 2012 წელს, მოსწავლეებმა რაჭა-ლეჩხუმიდან და ქვემო სვანეთიდან, ზოგადი უნარ-ჩვევების გამოცდაზე მიღებული შედეგების საშუალო მაჩვენებლით მეორე ადგილი დაიკავეს თბილისის შემდეგ (იხ. გრაფიკი #1). ამ შედეგების მიუხედავად, მოსალოდნელზე ნაკლები რაჭველი აბარებს საქართველ...