ნინო კაკულია სამტრედიაში დაიბადა 1991 წლის 15 ოქტომბერს, როდესაც საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა არსებობის უკანასკნელ დღეებს ითვლიდა. 2004 წელს, როდესაც ნინო და დამოუკიდებელი საქართველო მე-13 დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, ქვეყნის მთავრობამ დაიწყო დიდი ხნის დაგვიანებული რეფორმების სერია, რომელთაგან ერთ-ერთი ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემაში ფესვგადგმული კორუფციის აღმოფხვრას ეხებოდა.
ეს რეფორმა უდაოდ შესანიშნავი და დროული იყო ნინოსთვის, სამტრედიის ერთ-ერთი საჯარო სკოლის ამბიციური მოსწავლისთვის. მანამდე, საჯარო უნივერსიტეტში ჩარიცხვისთვი...