25 დეკემბერს მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით მესამედი (დაახლოებით 2 მილიარდი ადამიანი) შობას1 აღნიშნავს. ტრადიციულად, ეს სეზონი საჩუქრების ყიდვასთან ასოცირდება. საშობაო საჩუქრების შეძენაში უზარმაზარი თანხები იხარჯება! მაგალითად, 2018 წელს აშშ-ში საშობაო საჩუქრების მოსალოდნელი დანახარჯი2 ერთ ადამიანზე 885 აშშ დოლარს უტოლდება, რაც საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანის წლიური შემოსავლის დაახლოებით 2.8%-ია. თუ ამ გამოთვლებით ვიმსჯელებთ და ამ მოდელს ქართული ოჯახების შემოსავლებს მოვარგებთ, საახალწლო საჩუქრებზე ერთ ოჯახში საშუალოდ დაახლოებით 372 ლარი უნდა იხარჯებო...