ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
თებ
27

დავუბრუნოთ ქუთაისს ძველი დიდება!

ოდესმე გსმენიათ იმ იდუმალ კანონზე, რომლითაც ქალაქის ზომის გამოცნობაა შესაძლებელი? თუ მეტყვით ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქის მოსახლეობის რაოდენობას, გეტყვით რა ზომისაა ქვეყნის სიდიდით მეორე და მომდევნო ქალაქები. 1949 წელს ჯორჯ ზიპფმა გამოიგონა მარტივი თეორია, სახელად რანგისა და ზომის წესი, იგივე „ზიპფის კანონი,“ რომლის მიხედვითაც, სიდიდით მეორე და მომდევნო ქალაქები უნდა იყოს ყველაზე დიდი ქალაქის პროპორციული ნაწილი. მაგალითად, თუ ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქში ერთი მილიონი ადამიანი ცხოვრობს, წესის თანახმად, სიდიდით მეორე ქალაქის მოსახლეობა უნდა იყოს პირველის ნა...
Rate this blog entry:
Continue reading
2513
0 Comments
Write a Comment
თებ
25

კანონით ვერ იყიდი სიყვარულს... ადგილობრივი ვალუტის მიმართ

2017 წლის ივლისიდან თუ მეწარმე, გაყიდვის მიზნით, საქართველოს ტერიტორიაზე ბაზარს შესთავაზებს უძრავ ქონებას და/ან მომსახურებას, ან მათ რეკლამას განათავსებს, უძრავი ქონების/მომსახურების ფასი უნდა იყოს გამოხატული მხოლოდ ლარში. კანონპროექტის თანახმად, თუ ფასის გამოცხადებისას ეს კანონი დაირღვევა, მეწარმე მიიღებს გაფრთხილებას, განმეორებით დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდება. ყოველი მომდევნო დარღვევისთვის კი – 5000 ლარით. მოკლე ინფორმაცია ცვლილებების გარშემო ეს კანონი ერთ-ერთია იმ ცვლილებათაგან, რომლებიც განხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხ...
Rate this blog entry:
Continue reading
1998
0 Comments
Write a Comment
თებ
20

ფასი და ცრურწმენა საქართველოს სიგარეტის ბაზარზე

ბენჯამინ ფრანკლინმა ერთხელ თქვა: „სამყაროში მხოლოდ ორი რამ არის გარდაუვალი: სიკვდილი და გადასახადები“.  ჩვენ გვაქვს გადასახადი, რომლითაც შეიძლება, ასობით მილიონი ადამიანი ნაადრევ სიკვდილს გადავარჩინოთ. დროა, ეფექტურად გამოვიყენოთ ის. -პრაბჰატ ჯა საყოველთაოდ აღიარებულია, რომ სიგარეტი მავნეა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მიუხედავად ამისა, ყოველთვის, როდესაც მთავრობა ცდილობს, სიგარტზე ფასის გაზრდით დაარეგულიროს მასზე მოთხოვნა, საზოგადოებისგან ძალზე არაერთგვაროვან რეაქციას იღებს. ერთნი (უმეტესად არამწეველები) მიესალმებიან ამ ნაბიჯებს, მეორენი კი ხელისუფლე...
Rate this blog entry:
Continue reading
3713
0 Comments
Write a Comment
თებ
18

ქორწინება: სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს(?)

წანამძღვარი: დასაწყისშივე უნდა ვაღიარო, რომ არ ვარ დაქორწინებული, შესაბამისად, ქვემოთ დაწერილი არის ქორწინების ფენომენის ახსნა გარედან, დამკვირვებლის მიერ. ქორწინების ფენომენი ჩვენი კულტურისა და ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ქართულ ტრადიციულ საზოგადოებაში ქორწინება „აუცილებელი“ რამაა. ქორწინების რიტუალს აღასრულებს რელიგიური ან სახელმწიფო დაწესებულება, ან ორივე ერთად. ფრიდრიხ-ებერტის ფონდის მიერ ჩატარებული ქართველი ახალგაზრდების კვლევა ავლენს 14-29 წლის ახალგაზრდების აღქმას, ინფორმირებულობას და დამოკიდებულებას ქორწინების მიმართ. კვლევის სახელი...
Rate this blog entry:
Continue reading
4008
0 Comments
Write a Comment

Our Partners