ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
აპრ
21

შეძლებს კი საქართველო ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებას?

რამდენიმე კვირის წინ ისრაელის ელჩმა, მისმა აღმატებულება იუვალ ფუქსმა ISET-ში სტუმრობისას ისაუბრა ისრაელის საოცარ გარდაქმნაზე — აგრარული სახელმწიფოდან ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკად. ელჩის თქმით, თუ მის ახალგაზრდობაში ისრაელი ცნობილი იყო ფორთოხლის წარმოებით, ბოლო 30 წლის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებული მაღალი ტექნოლოგიების სექტორს დღესდღეობით მრავალ ასპექტში ამერიკისა და ევროპის ინდუსტრიებიც კი ვერ უწევენ ღირსეულ კონკურენციას. მეტიც, NASDAQ-ზე ისრაელის 60-ზე მეტი კომპანიის ფასიანი ქაღალდები იყიდება. ეს რიცხვი აღემატება ნებისმიერი სხვა ქვეყნის ანალოგიუ...
Rate this blog entry:
Continue reading
4584
0 Comments
Write a Comment
აპრ
18

ეკონომიკური კეთილდღეობის გენდერული ასპექტი ანუ ფინანსური მართვის სადავეები ქალებს!

ნობელის პრემიის ეკონომისტ ლაურეატებს შორისაა ბანგლადეშელი მუჰამედ იუნუსი. მან მიკროკრედიტი გამოიგონა. რას გულისხმობს ეს ცნება? როგორც წესი, ღარიბი ხალხისათვის საბანკო სესხის აღება რთულია. მათი გადახდისუნარიანობა ხომ ასე დაბალია, რადგან არც გირაოდ გამოსადეგ აქტივებს ფლობენ და შესაძლოა მათი მთელი სიმდიდრეც არ აღმოჩნდეს საკმარისი გადაუხდელობის შემთხვევაში ბანკის ზარალის ასანაზღაურებლად. თუმცა იუნუსს სჯეროდა, რომ ღარიბ ხალხს კარგი ბიზნეს იდეები აქვს და არც მათ მიერ ვალის უკან დაბრუნების განზრახვაში ეპარებოდა ეჭვი. გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს ის ესტუ...
Rate this blog entry:
Continue reading
4115
0 Comments
Write a Comment
აპრ
14

ჯარიმა და სასჯელი

წარმოიდგინეთ, რომ ჩახვედით ცენტრალური აზიის რომელიმე ქვეყნის რომელიმე პროვინციულ აეროპორტში. დატოვეთ ტერმინალი და გაემართეთ აეროპორტთან ჩამწკრივებული ტაქსებისაკენ. სამოგზაურო სახელმძღვანელოს მიხედვით, ქალაქის ცენტრამდე ტაქსი 10 აშშ დოლარი დაგიჯდებათ, მაგრამ მიდიხართ პირველი ტაქსის მძღოლთან და ის მხოლოდ 50 დოლარად თანხმდება დანიშნულების ადგილამდე თქვენს მიყვანას. იწყებთ ვაჭრობას, მაგრამ ამაოდ. იმავე ფასს გიწესებენ მეორე, მესამე და შემდეგი ტაქსის მძღოლებიც. ვაჭრობას აზრი არ აქვს… ახლა წარმოიდგინეთ ასეთივე სიტუაცია საწვავის, სურსათის ან მედიკამენტის ყიდვისა...
Rate this blog entry:
Continue reading
3059
0 Comments
Write a Comment
აპრ
11

სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება საქართველოში: კვლევის განრიგი

საქართველოში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უმნიშვნელოდ მიჩნეულმა პოლიტიკურმა დისკუსიამ, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ, დღესდღეობით დებატების წინა ფლანგზე წამოიწია. სამართლიანადაც! ეს საკითხები ფრიად კომპლექსურია და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს არამხოლოდ სოფლის მაცხოვრებლებზე, არამედ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მომხმარებელ ქალაქელებზეც. ცხადია, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის შესასწავლი საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ. უამრავი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია, განსაკუთრებით კი პოლიტიკურ მიდგომასთან დაკავშირებ...
Rate this blog entry:
Continue reading
8100
1 Comment
Write a Comment

Our Partners