მიკლრაითის მონაცემებით (მაკროეკონომიკა და მონაცემები ბავშვებზე, UNICEF 2000 წ.), 1991 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 7% დაიხარჯა განათლებაზე. 1994 წელს ეს მაჩვენებელი 1%-მდე დაეცა. როგორც მიკლრაითი აღნიშნავს, საგანმანათლებლო ხარჯების ასეთი მკვეთრი დაცემა არც მანამდე და არც შემდეგ არ მომხდარა არც ერთ სხვა ქვეყანაში. კრიზისის შემდეგი მდგომარეობიდან გამოსვლას დიდი დრო დასჭირდა. 1998 წლამდე საგანმანათლებლო ხარჯები მხოლოდ 2.1%-მდე გაიზარდა (მსოფლიო ბანკის განვითარების ინდიკატორები). 2002 წელს განათლების სფეროში დასაქმებულთა ხელფასები ჯერ...