გერმანიაში ქართული კრიმინალი მძვინვარებს. გასული წლის 28 თებერვალს Augsburger Allgemeine-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით „პოლიციამ დააკავა ქართველი ქურდების ბანდა“. 22 მაისს ბავარიის პოლიციამ გამოაქვეყნა პრეს-რელიზი სათაურით „დნმ-ის ტესტმა დაადგინა ქართველი ქურდების ბრალეულობა“. 13 აგვისტოს Bietigheimer Zeitung-ში გამოქვეყნდა სტატია სათაურით „ქართველი ქურდები გისოსებს მიღმა“, რომელშიც ნახსენებია, რომ 2010 წლიდან „ქართველი დამნაშავეების მიერ ჩადენილი ძარცვების რიცხვმა საგრძნობლად იმატა“. 9 ივნისს Südwest Rundfunk-მა გააშუქა ანგარიში, რომლის თანახმადაც „ქარ...