ზოგადი მიმოხილვა
სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება სხვადასხვა რისკებთანაა დაკავშირებული, მათ შორისაა საბაზრო, ინსტიტუციური და წარმოების რისკები. სოფლის მეურნეობის წარმოებაში ამინდი მნიშვნელოვან როლს თამაშობს და რადგან მისი გაკონტროლება შეუძლებელია, ის ამ სფეროსათვის დამახასიათებელ უმთავრეს რისკს წარმოადგენს. ფერმერებს რისკების შემცირებისა თუ შერბილების მრავალი არაფორმალური და ფორმალური საშუალება გააჩნიათ. არაფორმალური საშუალებები მოიცავს დანაზოგებს, დივერსიფიკაციას, არაფერმერულ საქმიანობას და ა.შ. რისკების შემცირების ფორმალური საშუალებებიდან ყველაზე...