ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
დეკ
24

თუ სადღესასწაულო საჩუქრები ასეთი არაეფექტიანია, რაღატომ ვყიდულობთ მათ?

25 დეკემბერს მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით მესამედი (დაახლოებით 2 მილიარდი ადამიანი) შობას1 აღნიშნავს. ტრადიციულად, ეს სეზონი საჩუქრების ყიდვასთან ასოცირდება. საშობაო საჩუქრების შეძენაში უზარმაზარი თანხები იხარჯება! მაგალითად, 2018 წელს აშშ-ში საშობაო საჩუქრების მოსალოდნელი დანახარჯი2 ერთ ადამიანზე 885 აშშ დოლარს უტოლდება, რაც საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანის წლიური შემოსავლის დაახლოებით 2.8%-ია. თუ ამ გამოთვლებით ვიმსჯელებთ და ამ მოდელს ქართული ოჯახების შემოსავლებს მოვარგებთ, საახალწლო საჩუქრებზე ერთ ოჯახში საშუალოდ დაახლოებით 372 ლარი უნდა იხარჯებო...
Rate this blog entry:
Continue reading
2075
0 Comments
Write a Comment
დეკ
14

ვის უფრო ხშირად ასაქმებენ, გიორგის და მარიამს თუ არტურს და ზეინაბს?

ყველაფერი ჩემი სამაგისტრო ნაშრომით დაიწყო, რომლის საშუალებითაც ვეცადე, საქართველოში ეთნიკურ ქართველებსა და უმცირესობებს შორის ხელფასების სხვაობის მიზეზები გამეგო. მას შემდეგ ათ წელიწადზე მეტი გავიდა და ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალი სტატიას აქვეყნებს იმ ექსპერიმენტული მტკიცებულებების გამოყენებით, რომლებიც მე და ჩემმა კოლეგებმა შევაგროვეთ და გავაანალიზეთ შრომის ბაზრის თავისებურებების შესახებ ეთნიკურ უმცირესობებსა და ქალებთან მიმართებაში. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის  შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის 2007-2008 წლის მონაცემებზე დაყრ...
Rate this blog entry:
Continue reading
1373
0 Comments
Write a Comment
დეკ
03

რეალური ზრდის კვალდაკვალ: ეკონომიკური მეცნიერებების წლევანდელი ნობელის პრემიის მნიშვნელობა ჩვენთვის და ჩვენი პლანეტისათვის

  წელს ბუნებრივი კატასტროფა და ექსტრემალური ამინდი თავს უამრავ ქვეყანას დაატყდა. საბერძნეთი ხანძრებმა მოიცვა, სამხრეთ აფრიკა – წყლის დეფიციტმა. ეს წელიც მიიწურა, მაგრამ  აშშ ჯერ კიდევ ტყის ხანძრებთან გამკლავებას ცდილობს. კლიმატს ნამდვილად რაღაც  სჭირს. ასეთი პრობლემები იმ საზოგადოებაში ჩნდება, რომელიც მხოლოდ ეკონომიკურ ზრდაზე ღელავს. საქმე იმაშია, რომ უკვე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მივიჩნევდით, რომ ეკონომიკური ზრდა კლიმატზე და ზოგადად ბუნებაზე გავლენას არ ახდენს. ეს მოსაზრება განსაკუთრებით დამაფიქრებელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბუნებ...
Rate this blog entry:
Continue reading
1763
0 Comments
Write a Comment
ნოე
30

ელექტროენერგიის მზარდი იმპორტი და იმპორტირებული ელექტროენერგიის მკვეთრად გაზრდილი ფასები: შემაშფოთებელი ტენდენცია თუ ხარვეზი მონაცემებში?

სექტემბრის ელექტროენერგიის გამომუშავების დეფიციტის შემდეგ კლებადი ტენდენცია ნარჩუნდება, მაშინ როცა მოხმარებასა და გამომუშავებას შორის არსებული განსხვავება კიდევ უფრო მწვავდება. სექტემბერთან შედარებით, 2018 წლის ოქტომბერში გამომუშავებამ 8%-ით იკლო, 2017 წლის ოქტომბერთან შედარებით კი – 5%-ით. გამომუშავების ეს წლიური შემცირება უმეტესწილად ჰიდრო  (-1%) და თბო ელექტროენერგიის კლებითაა (-17%) გამოწვეული, რაც საგრძნობლად აჭარბებს ქარის ენერგიით გამომუშავებული ელექტროენერგიის ზრდას (+4%). თვიდან თვემდე მთლიანი გამომუშავების შემცირება განახლებადი წყაროებიდან...
Rate this blog entry:
Continue reading
1450
0 Comments
Write a Comment

Our Partners