ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
ნოე
06

გრძელი, ცხელი ზაფხული: რატომ გაჩნდა ამდენი ხანძარი და როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება – ნაწილი II (ადამიანების მიერ გამოწვეული ხანძრები)

ტყის ხანძარი ადამიანის სიცოცხლესა და ქონებას საფრთხეს უქმნის. როგორც წინა სტატიაში ვისაუბრეთ, 2017 წლის ზაფხულში მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, უჩვეულოდ ბევრი ტყის ხანძარი გაჩნდა. საქართველოში ამ თემამ საზოგადოებაში ცხარე დებატები გამოიწვია, კამათი მიდიოდა, ხანძრები თავისით გაჩნდა თუ ადამიანების მიერ იყო გამოწვეული. წინა სტატიაში განვიხილეთ, როგორ იწვევს ბუნებრივი მიზეზები ტყის ხანძრებს. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ტყის ხანძრების გაჩენაში დიდი როლი შეიძლება ითამაშოს კლიმატის ცვლილებამ, რადგან მშრალი ამინდი და უფრო ხანგრძლივი ცხელი სეზონები ტყი...
Rate this blog entry:
Continue reading
3045
0 Comments
Write a Comment
ოქტ
30

ქართული დემოკრატია: როგორ გალურჯდა ერთ დროს წითელი ქვეყანა

  2017 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს პოლიტიკური რუკა მმართველი პარტიის, ქართული ოცნების ფერად მიჩნეული ლურჯის ტონებით შეიფერა. ქართულმა ოცნებამ ქვეყნის მუნიციპალური არჩევნები ყველა საარჩევნო ოლქში მოიგო, გარდა ერთისა. პარტიამ ყველა საკრებულოში შთამბეჭდავი უპირატესობა მოიპოვა და ყველა ქალაქისა თუ თვითმმართველი ერთეულის მერი პარტიული კანდიდატი გახდა. დღეს დასავლეთ ევროპაში, გაერთიანებულ სამეფოსა თუ შეერთებულ შტატებში ასეთი შედეგის მიღწევა ძალიან უჩვეულო, თითქმის შეუძლებელიც კია, რადგან გარემო პოლიტიკურად პოლარიზებულია. ასეთი შედეგები იმაზე ხომ არ მეტყ...
Rate this blog entry:
Continue reading
2188
0 Comments
Write a Comment
ოქტ
23

თელავი, ქართული ლუდის სმის დედაქალაქი?

თელავი, ყოფილი კახეთის სამეფოს დედაქალაქი ლამაზი ქალაქია, საიდანაც ალაზნის ველისა და კავკასიის მთების წარმტაცი ხედები იშლება. XVIII საუკუნეში მეფე ერეკლე სამეფოს თელავიდან მართავდა. სასახლე დღემდე შემორჩა, მეფე ერეკლეს ქანდაკება კი ამაყად დგას ქალაქის მოედანზე. ქალაქის მაცხოვრებლებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ თელავი საქართველოს ტრადიციული მეღვინეობის დედაქალაქია. თუმცა ამჯერად საქართველოს მეღვინეობის დედაქალაქი რამდენიმე დღით ლუდის სმის დედაქალაქად გადაიქცა, გერმანული ოქტობერფესტის მსგავსად. ყველაფერი ზედმიწევნით იყო დაგეგმილი და შესრულებული...
Rate this blog entry:
Continue reading
2390
0 Comments
Write a Comment
ოქტ
16

ძლიერი ლიდერი = წარმატებული გუნდი?!

საქართველოში კოოპერატივების განვითარება 2013 წელს, ევროკავშირის მხარდაჭერით, ENPARD-ის პროექტით დაიწყო, რომლის მთავარი კომპონენტიც საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებაა. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მონაცემების თანახმად, საქართველოში 1500 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია და მათგან 250-ზე მეტს ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერა აქვს მიღებული (ამ კოოპერატივების ადგილმდებარეობა იხილეთ რუკაზე). ყველა ეს ახალშექმნილი კოოპერატივი წარმატებული ვერ იქნება და მათი სიცოცხლისუნარიანობა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებუ...
Rate this blog entry:
Continue reading
1873
0 Comments
Write a Comment

Our Partners