ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
Tamta Maridashvili has not set their biography yet
ნოე
02

ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი: სწორი არჩევანი?

2020 წლის სექტემბერში ლარი მკვეთრად გაუფასურდა, რის გამოც საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობა კიდევ ერთხელ გახდა კრიტიკის საგანი. მიუხედავად იმისა, რომ ბანკმა 120 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, მან მაინც ვერ შეძლო გაცვლითი კურსის სტაბილიზაცია. 2020 წლის 16 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ ქმედების მიზანი არ იყო ლარის გამყარება, რადგან საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი მოქმედებს. მეტიც, მან განმარტა, რომ ეროვნული ბანკის კონსტიტუციური მოვალეობაა, უზრუნველყოს ფასების სტაბილურობა ინფლაციის მიზნობრი...
Rate this blog entry:
Continue reading
801
0 Comments
Write a Comment
ივნ
30

იპოთეკური სესხის სუბსიდია – რამდენად გამართლებულია სესხის აღების წახალისება კრიზისის დროს?

28 მაისს საქართველომ მეოთხე ანტი-კრიზისული გეგმა წარადგინა. გეგმის თანახმად, მთავრობა ხუთი წლის განმავლობაში იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%-ს დაუფინანსებს მათ, ვინც ამა წლის 1 ივნისიდან 31 დეკემბრამდე შეიტანს სესხზე განაცხადს ახლად აშენებული ან მშენებარე ბინის შესაძენად. სუბსიდია შეეხება სესხებს 200 000 ლარამდე. მთავრობა დააზღვევს მიმდინარე მშენებლობების დასრულებასაც. მეტიც, სახელმწიფო ხუთი წლის განმავლობაში გასცემს გარანტიას სესხის 20%-ის ოდენობით. გარანტია გავრცელდება იმ სესხებზე, რომლებშიც თანამონაწილეობა არანაკლებ 10%-ს შეადგენს. ამასთან, ...
Rate this blog entry:
Continue reading
393
0 Comments
Write a Comment
ივნ
10

მთავრობა კოორდინატორის როლში

შეიძლება გაკვირვებული დარჩეთ, როდესაც ავჭალაში, ყველაფრისგან მოშორებით, გამუდმებით მოფუსფუსე, ოთხ ჰექტარ ფართობზე გაშენებულ „ხელოსნების ქალაქს“ აღმოაჩენთ. ამ ადგილას საბჭოთა დროს ხალიჩის მწარმოებელი დიდი ქარხანა ფუნქციონირებდა, რომელიც საბჭოთა კავშირთან ერთად დავიწყებას მიეცა და ჭაობით შემოსაზღვრული შენობის კარკასად იქცა. 10 წლის წინ ტერიტორია ირაკლიმ გაქირავების მიზნით შეიძინა1 და კლიენტების მოსაზიდად მინიმალური პირობების შექმნას შეუდგა: გააკეთა მისასვლელი გზა, შეიყვანა გაზი და ელექტროენერგია, შეაკეთა სახურავი და სხვ. თუმცა ირაკლი აცნობიერებდა, რომ გასა...
Rate this blog entry:
Continue reading
641
0 Comments
Write a Comment
აპრ
06

არჩევანი დღევანდელ სიცოცხლესა და ეკონომიკას შორის

„ქვეყნებს, რომლებსაც მაკდონალდსი აქვთ, ერთმანეთთან არ უომიათ“, – წერდა ამერიკელი ჟურნალისტი და ავტორი თომას ფრიდმანი 1996 წელს. მას შემდეგ, რა თქმა უნდა, მსოფლიო მრავალი ომის მომსწრე გახდა იმ ქვეყნების თანამონაწილეობით, სადაც მაკდონალდსია. თუმცა ფრიდმანის ეს ფრაზა პირდაპირ არ უნდა გავიგოთ. მაკდონალდსი ეკონომიკური გლობალიზაციის სიმბოლოა. ეკონომიკური გლობალიზაცია კი ნამდვილად არის ომიანობისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორი. ასე რომ, გაუმარჯოს გლობალიზაციას! მაგრამ სწორედ ამ ნაქები გლობალიზაციის გამო, მსოფლიო ახალი საფრთხის წინაშე დადგა. კო...
Rate this blog entry:
Continue reading
782
0 Comments
Write a Comment

Our Partners