თელავი, ყოფილი კახეთის სამეფოს დედაქალაქი ლამაზი ქალაქია, საიდანაც ალაზნის ველისა და კავკასიის მთების წარმტაცი ხედები იშლება. XVIII საუკუნეში მეფე ერეკლე სამეფოს თელავიდან მართავდა. სასახლე დღემდე შემორჩა, მეფე ერეკლეს ქანდაკება კი ამაყად დგას ქალაქის მოედანზე. ქალაქის მაცხოვრებლებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ თელავი საქართველოს ტრადიციული მეღვინეობის დედაქალაქია.
თუმცა ამჯერად საქართველოს მეღვინეობის დედაქალაქი რამდენიმე დღით ლუდის სმის დედაქალაქად გადაიქცა, გერმანული ოქტობერფესტის მსგავსად. ყველაფერი ზედმიწევნით იყო დაგეგმილი და შესრულებული...