„სასტუმრო მეტროპოლი, რომელიც მოსკოვში, წითელი მოედნიდან სულ რამდენიმე ქუჩის მოშორებით დგას, გაზაფხულის ამ მოღუშულ დღეს თითქმის ცარიელია. ეს სულაც არ აწუხებს ჯეფრი საქსს, 38 წლის ბიჭური შესახედაობის პროფესორს ჰარვარდიდან, რომელიც ახლა, ალბათ, მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომისტად ითვლება. პროფესორმა საქსმა მისი გუნდის ორ წევრთან, რუსეთში მომუშავე ამერიკელებთან შესახვედრად კომფორტული სავარძელები შეაგროვა სასტუმროში. შეხვედრის განსახილველი თემა რუსეთის სოციალური დაცვის სისტემაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საუბარი შეეხება იმას, თუ რამდენად მოახერხებს უმ...