ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
მარ
13

რა უნდა გავაკეთოთ, რომ თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი კვამლივით არ გაიფანტოს?

ფონი 2017 წლის იანვარში სიგარეტზე აქციზის გადასახადი გაიზარდა, მარტში კი საქართველოს პარლამენტი თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს. კანონი თამბაქოს კონტროლის შესახებ 2003 წელს შევიდა ძალაში და მას შემდეგ არაერთი ცვლილება განიცადა. თუმცა ამჟამად დაგეგმილი ცვლილებები ყველაზე რადიკალური ნაბიჯებია საქართველოს თამბაქოსგან თავისუფალ საზოგადოებად გადაქცევისკენ. ახალი კანონპროექტი სრულად ფარავს თამბაქოს წარმოებას, შეფუთვას, მარკეტინგს, რეკლამას, გაყიდვას, მოხმარებას და თამბაქოს ბიზნესთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობებს. კანონში შევა ...
Rate this blog entry:
Continue reading
2829
0 Comments
Write a Comment
მარ
11

როცა კუთხის მაღაზიის მეზობლად კარფური იხსნება

ბოლო ათწლეულების განმავლობაში ბევრ ქვეყანაში დიდმა სუპერმარკეტებმა (ყველა თანამედროვე საცალო სავაჭრო ობიექტი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ფორმატის – ჰიპერმარკეტის, კუთხის მაღაზიის, სუპერმარკეტის – მაღაზიათა ქსელს)  შეცვალეს საცალო ბიზნესის ლანდშაფტი: გაზარდეს მაღაზიის ზომები, გააჩინეს მეტი თარო, გააფართოეს საქონლისა და მომსახურების ასორტიმენტი და დაიწყეს აქტიური მარკეტინგული სტრატეგიების გამოყენება. განვითარებად ქვეყნებში ეგრეთწოდებული „სუპერმარკეტების რევოლუცია“ 1990-იან წლებში დაიწყო და დღეს უკვე ბევრ ქვეყანაში სუპერმარკეტები არამხოლოდ მაღალ და საშ...
Rate this blog entry:
Continue reading
3482
0 Comments
Write a Comment
მარ
06

ეკონომიკური თავისუფლების აქტი: გვჭირდება თუ არა ის?

„ეკონომიკური თავისუფლების აქტი“ ბოლო კვირების განმავლობაში საჯარო განხილვის საგანი გახდა. ამ სახელში ერთიანდება საქართველოს ორი საკანონმდებლო აქტი: 1) 2010 წელს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილება, რომლის თანახმადაც ახალი გადასახადების დასაწესებლად ან საგადასახადო განაკვეთის გასაზრდელად საჭიროა რეფერენდუმის ჩატარება და 2) 2013 წელს ძალაში შესული კანონი ეკონომიკური თავისუფლების შესახებ, რომელიც დამატებით შეზღუდვებს უწესებს ხელისუფლებას ფისკალურ პოლიტიკის  განხორციელებაში (იხ. ცხრილი 1). გადასახადების რაოდენობა 6 მთავრობის დანახარჯები, წილი მშპ-შ...
Rate this blog entry:
Continue reading
3175
0 Comments
Write a Comment
მარ
04

საქართველოს ახალი მოდუს ოპერანტი

დღენი ბედნიერნი და დღენი უბედურნი,ჟამი სიბრძნის და ჟამი სიბრიყვისა,ეპოქა რწმენის და ეპოქა ეჭვების,დრო სინათლის და დრო წყვდიადისა- ჩარლზ დიკენსი, ორი ქალაქის ამბავი გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა? ზემოთ მოყვანილი ციტატა კარგად მიესადაგება ევროკავშირის დღევანდელ მდგომარეობას, რომლის კრიზისი გრძელდება, ღრმავდება და უფრო და უფრო მეტ სუბიექტს ითრევს. გავიხსენოთ რამდენიმე კარგად ცნობილი მოვლენა და ფაქტი: საბერძნეთი, ალბათ, ერთ-ერთი პირველი  ჩაერთო მოვლენათა ამ ჯაჭვში, როდესაც 2009 წელს ქვეყნის ფინანსური სისტემის სტაბილურობას საფრთხე შეექმნა. იმ პერიოდში,...
Rate this blog entry:
Continue reading
1993
0 Comments
Write a Comment

Our Partners