ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
თებ
13

თანამედროვე გაურკვევლობა და საქართველოს გამჭრელი კარტი?

„საქართველოს უსაფრთხოების ძირეული პრობლემა ის არის, რომ ყველა მთავარი კარტი რუსეთს უჭირავს და არც ახალ ხელს არიგებს ვინმე საქართველოს სასარგებლოდ“, – ამბობს ნილ მაკფარლეინი 2016 წელს საქართველოს უსაფრთხოებაზე დაწერილ სტატიაში. საქართველოს ჰყავს ძლიერი მეზობელი, რომელიც არ არის დემოკრატი, არ სცემს პატივს ერების თვითგამორკვევის უფლებას და, რაც მთავარია, რეალურად იყენებს სამხედრო ძალას ნებისმიერ დროს, როდესაც მისი ინტერესები (ლეგიტიმური თუ არალეგიტიმური) ჯეროვნად არ ფასდება. მეტიც, რუსეთის სამხედრო ძლიერებას კავკასიაში კონკურენტი არ ჰყავს, რადგან რუსეთი არი...
Rate this blog entry:
Continue reading
2251
0 Comments
Write a Comment
თებ
11

გვართმევს თუ არა ლარი ლუკმას?

„არაბული გაზაფხული მშიერთა რევოლუცია იყო,“ – ასე განაცხადა „ბოსტონ გლოუბის“ ჟურნალისტმა თენესის კამბანისმა 2011 წლის სტატიაში, სადაც ამტკიცებდა, რომ ისეთ ქვეყნებში, სადაც საკვებზე წვდომა შეზღუდულია, „სასადილო მაგიდაზე შეტევა“ კარგი იდეა არ არის.  იმისათვის, რომ ეჩვენებინა, რამდენად მნიშვნელოვანია საკვებზე ფასები, ის კიდევ უფრო შორს წავიდა –  მკითხველებს შეახსენა, რომ ეგვიპტეში ფასების თითქმის 19%-იან ინფლაციას ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომა მოჰყვა. საკვებზე ფასების მატებამ, როგორიც იყო, მაგალითად, 2007-2008 წლებში მარცვლეულზე ფასების ზრდა, ან სხ...
Rate this blog entry:
Continue reading
1916
0 Comments
Write a Comment
თებ
06

მარცხი მუდამ ალტერნატივაა! ასეა კი?

“ბაყაყი 20000 კვერცხს დებს, თუმცა მხოლოდ რამდენიმე აღწევს დუმფარაზე ჯდომისა და სადილად კოღოების მირთმევის ასაკს. აი, ასეთი ტიპის მარცხზე ვსაუბრობთ,” – ასე აღწერს „ნიუსვიკში“ ახლახანს გამოქვენებული სტატიის ავტორი იმ მარცხის სიხშირეს, რომელიც თან ახლავს თითზე ჩამოსათვლელ, 1 მილიარდზე მეტად შეფასებულ, ზღაპრული ტექნოლოგიური სტარტაპების გამოზრდას. წარმატების ისტორიებში სულ უფრო ხშირად გვხვდება თავი, რომელიც მარცხზე მოგვითხრობს. ეს ისტორიები მეწარმეთა ახალ თაობებს სტიმულს აძლევს, სცადონ, მარცხი განიცადონ, კვლავ სცადონ და წარმატებას მიაღწიონ. ეკონომიკა, რამდენა...
Rate this blog entry:
Continue reading
2038
0 Comments
Write a Comment
თებ
04

ჭკვიანური დედოლარიზაცია: რა გვასწავლა ქართულმა და უცხოურმა გამოცდილებამ

არაფორმალური (ნაწილობრივი) დოლარიზაცია ეწოდება სიტუაციას, როდესაც ტრანზაქციებში და ღირებულების განსაზღვრისას, ადგილობრივი ვალუტის პარალელურად გამოიყენება უცხოური ვალუტა. ქვეყნისთვის კარგი არ არის მაღალი ნაწილობრივი დოლარიზაცია, რადგან ის ხელ-ფეხს უკრავს ეროვნულ ბანკს და ურთულებს მას მონეტარული პოლიტიკის გატარებას. ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ ძლიერ დოლარიზებულ ეკონომიკაში ფინანსური არასტაბილურობაც კი შეიძლება გამოიწვიოს. საქართველოში, როგორც გარდამავალ ეკონომიკას ახასიათებს, დოლარიზაციის დონე მაღალია. ლარის ბოლოდროინდელმა გაუფასურებამ ხელისუფლებას უბიძგ...
Rate this blog entry:
Continue reading
2255
0 Comments
Write a Comment

Our Partners