საქართველოში ხშირად სამსახური იშოვება არა სამართლიანი, წესისამებრ შერჩევის, არამედ პირადი კავშირების მეშვეობით. ეს ფაქტი კარგად არის ცნობილი, რომელსაც თითქმის არავინ არ უარყოფს. ეს იციან თითქმის ყველა ქართულ ფირმასა თუ დაწესებულებაში. საავადმყოფოში შეხვდებით „ექთანს“, რომელსაც ელემენტარული სამედიცინო ცოდნა არ გააჩნია, თბილისის ერთ-ერთ უნივერსიტეტში შეხვდებით ფსიქიკურად დაავადებულ „დამლაგებელ ქალს“, რომელიც აგრესიული და უადგილო ქცევებით ხალხს აშინებს, რკინიგზის სადგურზე კი ბილეთს იყიდით მოლარისგან, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რეგულაციებზე, განრიგსა და მატ...