გასულ კვირას, პოსტ-კომუნისტურმა სამყარომ დაკარგა თავისუფლებისათვის მებრძოლი ერთ-ერთი უდიდესი შვილი, რომელმაც თავისი ცხოვრება აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის საბჭოთა აზროვნების და ბიუროკრატიის ბორკილებისგან გათვისუფლებას დაუთმო. ჩე გევარას მსგავსად, დიდი კახას მემკვიდრეობა ეროვნულ საზღვრებს სცილდება. 2004 წელს, თავისუფლებისა და ადამიანური ღირსებისთვის ბრძოლამ ის რუსეთიდან საქართველოში, ხოლო სიცოცხლის უკანასკნელ წელს - საქართველოდან უკრაინაში ჩაიყვანა. მას სურდა დახმარებოდა რევოლუციონერებს და რეფორმატორებს მთელს მსოფლიოში და ის არ ზოგავდა დროს, ფულ...