გასულ კვირას, პოსტ-კომუნისტურმა სამყარომ დაკარგა თავისუფლებისათვის მებრძოლი ერთ-ერთი უდიდესი შვილი, რომელმაც თავისი ცხოვრება აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის საბჭოთა აზროვნების და ბიუროკრატიის ბორკილებისგან გათვისუფლებას დაუთმო. ჩე გევარას მსგავსად, დიდი კახას მემკვიდრეობა ეროვნულ საზღვრებს სცილდება. 2004 წელს, თავისუფლებისა და ადამიანური ღირსებისთვის ბრძოლამ ის რუსეთიდან საქართველოში, ხოლო სიცოცხლის უკანასკნელ წელს - საქართველოდან უკრაინაში ჩაიყვანა. მას სურდა დახმარებოდა რევოლუციონერებს და რეფორმატორებს მთელს მსოფლიოში და ის არ ზოგავდა დროს, ფულს და ენერგიას ლიბერალური იდეების და ინსტიტუტების ჩამოსაყალიბებლად. მან რამდენიმე ხერხს მიმართა: განათლება, საჯარო ადვოკატირება, რეფორმატორი პრეზიდენტების და ოპოზიციური ლიდერების მრჩევლობა და საქართველოში, უკანასკნელ პერიდში, ყველაზე ამბიციური რეფორმის განხორციელება.
კახა იყო პოსტ-კომუნისტური „ტრანზიციის“ სიმბოლო. ეს იყო მტკივნეული და ხანგრძლივი პროცესი, რომლის დროსაც აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის თითქმის ოცდაათი ქვეყანა ცდილობდა თავიანთი „სიცოცხლის, თავისუფლებისა და ბედნიერების“ (რომ გამოვიყენოთ ციტატა შეერთებული შტატების თავისუფლების დეკლარაციიდან) უფლების გამოყენებას. თუმცა, მყისიერი ბედნიერების ნაცვლად, ანტი-კომუნისტურმა და ნაციონალურმა რევოლუციებმა, ხშირ შემთხვევაში, „ვარსკვლავური ომების“ „ბნელი ძალების“ მსგავსი დესტრუქცია, ქაოსი, სამოქალაქო ომები, ეკონომიკური კრიზისი და უბედურება გამოიწვია. ეს იყო საქართველოს და ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების ბედი. 90-იანების მეორე ნახევარში, ქაოსის ტალღები შემცირდა და დასაბამი მიეცა კლეპტოკრატებს – სევდიან კარიკატურას იმ დემოკრატიული და კაპიტალისტური იდეალებისა, რომელთა დამფასებელ იდეოლოგებს შორის იყო კახა ბენდუქიძე.
შედეგად, მრავალმა ადრეულმა რეფორმატორმა დაკარგა ენთუზიაზმი და პოლიტიკიდან ან ქვეყნიდან წავიდა. ბენდუქიძესთვის ეს არასდროს ყოფილა გამოსავალი. ის აგრძელებდა თავისუფალი ბაზრის და ანარქიზმის ადვოკატირებას და იცოდა, რომ მეორე შანსი მალე გამოჩნდებოდა. და ასეც მოხდა, როდესაც ორი წლის განმავლობაში (2003-2005 წლები) არაკომპეტენტურ და კორუფციულ მეთოდებთან შეჭიდებამ „ფერადი რევოლუციების“ ტალღა გამოიწვია საქართველოში, უკარაინასა და ყირგიზეთში.
კახა ქართულ პოლიტიკაში ისე ჩაერთო, რომ პოლიტიკოსობას სულაც არ აპირებდა. მას არ აღელვებდა პოპულარობა და საჯარო სექტორში არჩევის შანსი. მას იდიოტების და კრიტიკულ აზროვნებას და ორიგინალურობას (რაც თვითონ უხვად ჰქონდა) მოკლებული ინტელექტუალური მონების მოთმენა არ შეეძლო. ის არ შეუშინდა კითხვების დოგმას და შეუბრალებლად მოსპო ის ინსტიტუტები და რეგულაციები, რომლებიც მისი აზრით, მოძველებული, უფუნქციო და საზიანო იყო - ინსტიტუტები, რომლებიც მხოლოდ იმიტომ არსებობდა, რომ მანამდე მათი ფუნქციონირებით არავინ იყო დაინტერესებული. ის მთელი ძალით ცდილობდა გაეკეთებინა ის, რასაც ქვეყნისათვის სასარგებლოდ მიიჩნევდა და არა ის, რაც მას პოლიტიკურ ქულებს დაუწერდა.
მთავრობაში ყოფნის დროს, ბედუქიძე პოლიტიკურ დებატებში ხშირად დომინირებდა, რადგან მისი ოპონენტებიდან ცოტას თუ ჰქონდა მისთვის წინააღმდეგობის გასაწევად საჭირო სიმამაცე და ცოდნა. 2012 წელს, მას შემდეგ რაც ნაციონალურმა მოძრაობამ ხელისუფლება დაკარგა, ბენდუქიძე ინტელექტუალურ ოპოზიციაში წავიდა. ეს ადგილი, ალბათ ყველაზე მეტად შეეფერებოდა მის ტემპერამენტს. მან იცოდა ფაქტები, თეორიები და რიცხვები და თავისი ხედვების და პრინციპების საჯაროდ განხილვას განაგრძობდა. ის საშიში, თუმცა საჭირო ოპონენტი იყო; ასეთი მეტოქის არსებობის პირობებში, უფრო ფრთხილად ხარ, რომ შეცდომები არ დაუშვა. კახას გარდაცვალებით, ქვეყანამ დაკარგა უფრო მეტი, ვიდრე უსიამოვნო კომენტარები, რომლებსაც ის გაბრაზების დროს გააკეთებდა.
პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, კახას მისია მომავალი ქართველი ლიდერების თაობის განათლება გახდა. თავისუფალი უნივერსიტეტი მისი თავისუფალი სურვილის - თავისუფლების სიყვარულის, სწავლის და კრიტიკული აზროვნების - ხორცშესხმული მაგალითი გახდა. მან ერთი უნივერსიტეტით დაიწყო და შემდეგ მეორეს ხელმძღვანელობაც ითავა. ამას გარდა, დააარსა ოთხი პროფესიული კოლეჯი და სკოლა. მან განაახლა განადგურებული ინფრასტრუქტურა, უკან დააბრუნა პროფესორები, რომლებმაც ქვეყანა ბნელ 90-იანებში დატოვეს და ეს ინსტიტუტები აქცია ბრენდად. ბრენდად, რომელიც ძალიან მიმზიდველი იყო ახალგაზრდა და ჭკვიანი ქართველებისთვის.
კახა საკმაოდ კრიტიკული იყო ეკონომისტთა დიდი ნაწილის მიმართ, ბევრ მათგანს „სოციალისტადაც“ მონათლავდა ხოლმე. ამის მიუხედავად, ის აფასებდა ISET-ის კვლევის და განათლების ხარისხს და ჩვენი სკოლის მეგობარიც გახდა. მას სურდა, ISET თავისუფალი უნივერსიტეტის ნაწილი გამხდარიყო, მაგრამ იცოდა, რომ ამ სურვილის განხორციელებას წლები დასჭირდებოდა.
* * *
მინერვას ბუს ფრთების გაშლის დრო ჯერ არ მოსულა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ძალიან ადრეა კახას ცხოვრებისეული გეგმის - საბჭოთა იმპერიის დაშლის - შესრულების ხარისხის შეფასება. თავისუფლების მოყვარე საქართველოს და უკრაინას - კახას უკანასკნელ საზრუნავს - კიდევ ბევრი აქვთ გასაკეთებელი ინდივიდუალური თავისუფლების უზრუნველსაყოფად (რასაც ასე გამალებით იცავდა კახა), რასაც თან უნდა ერთვოდეს სოცალური სამართალი (მაგ., განათლების მიღების თანაბარი უფლება, სიმდიდრის და შემოსავლის დონეებს შორის განსხვავება). ასევე, ამ ქვეყნებმა უნდა გადაჭრან კონფლიქტი კულტურითა და რელიგიით გამყარებულ ტრადიციულ ღირებულებებს და დასავლეთში წარმოშობილ ლიბერალურ იდეებს შორის. უფრო მეტიც, გადასვლა, ტრანზიცია - მოძრაობა თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის - ევრაზიის მრავალი ქვეყნისათვის ჯერ ახლა იწყება.
კახას უდროოდ გარდაცვალება საქართველოში მისი მემკვიდრეობის შესახებ დებატებს განაახლებს; რადიკალური დერეგულაცია და ანტი-კორუფციული რეფორმები, რომლებიც მან წარმატებით განახორციელა, შექმნა ცივილური გარემო რომელშიც ბიზნესს შეუძლია მიაღწიოს წარმატებას და ადამიანებმა იცხოვრონ ღირსეულად და მშვიდად. ამის მიუხედავად, ამ რეფორმებმა ვერ შეძლეს ქართველი გლეხების და ქალაქში მცოხვრები ღარიბი მასისთვის გაჭირვების შემსუბუქება. თავისუფალმა ვაჭრობამ ზოგს სარგებელი მოუტანა და ზოგს, მაგალითად მცირე ფერმერებს, ზიანი, რამაც განსხვავებული შეხედულებები და პოლიტიკური პრეფერენციები გამოიწვია.
მიუხედავად იმისა, რომ მოკლევადიან პერიოდში საწინააღმდეგო შეფასებები იარსებებს, ერთი რამ ცხადია: კახას დიდი პიროვნება სამუდამოდ ემახსოვრებათ მისი თავისუფალი სულის, ცხოვრების მიღწევების და მომავლისთვის მორალური და ინტელექტუალური დანატოვარის გამო.
მშვიდად განისვენე, ძვირფასო კახა!
Comments
დიდი მადლობა, ძვირფას მეგობარს, ერიკს, ამ შთამბეჭდავი წერილისა და რაც მთავარია, ბატონი კახას ღვაწლის ესოდენ ზუსტი შეფასებისთვის!..
თუმცა, თარგმანში გაპარულია ერთი არსებითი უზუსტობა. კერძოდ, თარგმანში წერია შემდეგი: „...90-იანების მეორე ნახევარში, ქაოსის ტალღები შემცირდა და დასაბამი მიეცა კლეპტოკრატებს – დემოკრატიული და კაპიტალისტური იდეების გარდამავალი ხედვების და იდეოლოგიების სევდიან კარიკატურას, რისი მაგალითიც იყო ბენდუქიძე.“ მაგრამ ვნახოთ, რას ამბობს ერიკი ორიგინალში:
Waves of chaos had receded by the second half of 1990s, giving birth to a series of naked kleptocracies – a sad caricature of the democratic and capitalist ideals cherished by transition visionaries and ideologues, such as Bendukidze.
ანუ, ჩემი აზრით, და იმედია, ერიკიც დამეთანხმება, რომ აქ მან იგულისხმა შემდეგი: ... დასაბამი მიეცა სევდიან კარიკატურას იმ დემოკრატიული და კაპიტალისტური იდეალებისა, რომელთა დამფასებელ იდეოლოგებს შორის იყო კახა ბენდუქიძე.
ბატონო ბადრი, დიდი მადლობა კომენტარისთვის, თარგმანის ხარვეზი შესწორებულია.
დიდი მადლობა, ელენე!