ნოდარ დუმბაძის სტილია, მკითხველი ერთდროულად აცინოს და ატიროს. თერჯოლის კულტურის სახლში, „ჰელადოსის“ მაყურებლები, ვტიროდით და ვიცინოდით, მაგრამ არა მხოლოდ დუმბაძის იშვიათი ნიჭის გამო – შეერწყა კომედია და ტრაგედია. სპექტაკლმა, გადაგვისროლა სოხუმის მრავალეთნიკურ გარემოში, გაგვხადა ქართველი ჯემალისა და ბერძენი იანგულის მტრობა-მეგობრობის შემსწრე და გვაგრძნობინა სამშობლოსადმი მათი უზომო სიყვარული. მაგრამ, ჩვენი ემოციების დიდი ნაწილი გამოწვეული იყო ამ ახალგაზრდა, ძევრელი მსახიობების შეუდარებელი თამაშით, რომელშიც იგრძნობოდა მათ ცხოვრებაში მომხდარი დიდი ცვლილებებ...