ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

საგზაო მოძრაობის ტრავმა

ბლოგის ერთ-ერთი თანაავტორი მარჯანიშვილის მეტროსთან ქვეითად მოსიარულეთა მწვანე შუქზე გზის გადაკვეთას აპირებდა. მერსედესის მარკის ავტომობილი, მოუხედავად იმისა, რომ წითელი შუქი ენთო, საკმაოდ სწრაფად მოდიოდა და ხალხი ყველა მიმართულებით გაფანტა. იქვე იდგა პოლიციის მანქანაც. პოლიციამ ამ ფაქტზერეაგირება არ მოახდინა.

თბილისში მოძრაობა, როგორც წესი, სახიფათო და სტრესულია. ქვეითად მოსიარულეებმა მუდმივად უნდა აკონტროლონ ახლომახლო მოძრავი მანქანები, მაშინაც კი, თუ ტროტუარზე მიდიან. რადგან, ხშირ შემთხვევაში, მძღოლები უგულებელყოფენ ფეხით მოსიარულეთა უფლებებს, ქვეითებმა თავად უნდა იზრუნონ იმაზე, რომ მანქანა არ დაეჯახოთ. მიუხედავად იმისა, რომ ქართველები დიდსულოვანი ხალხია, მათი ქცევა დრამატულად იცვლება საჭესთნ - წესიერი ადამიანები ეგოისტები ხდებიან, რომლებიც სხვას გზას არ დაუთმობენ.

გზის გადაკვეთისას, ქვეითად მოსიარულე ან ძალიან მომთმენი უნდა იყოს და ელოდოს მანამ, სანამ მაქანების ნაკადი არ შეწყდება, რასაც შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს, ან გაბედულად უნდა გადაირბინოს მომავალი მანქანის წინ. არავინ აქცევს ყურადღებას, ზებრა გადასასვლელს.

თბილისში მანქანის ტარებაც სტრესულია. მძღოლები მუდამ მზად უნდა იყვნენ სხვა მძღოლების მიერ მოძრაობის წესების უხეშ და სახიფათო დაღვევებზე რეაგირებისათვის.

საგზაო მოძრაობა თბილისში, და ზოგადად საქართველოში, არა მხოლოდ მოუხერხებელი და გამაღიზიანებელი, არამედ სახიფათოცაა. მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის და მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, საქართველო ევროპაში მესამე ქვეყანაა გზებზე სიკვდილიანობის მაჩვენებლის მიხედვით, რუსეთის და სომხეთის შემდეგ. საქართველოში საგზაო შემთხვევებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 000 ადამიანზე საშუალოდ 15.7-ია, რუსეთსა და სომხეთში იგივე მაჩვენებელი, შესაბამისად 18.6 და 18.1 ადამიანია.  შედარებით უკეთესი მგდომარეობაა აზერბაიჯანში, სადაც ეს მაჩვენებელი 13.1 ადამიანს შეადგენს. შედარებისათვის, ისლანდიაში, შვედეთსა და გაერთიანებულ სამეფოში, საგზაო შემთხვევებში სიკვდილიანობის მაჩენებელი საშუალოდ 3 ადამიანია 100 000 მოსახლეზე.

საქართველოში საგზაო შემთვევების 30-40% ქვეითთა მონაწილეობით ხდება. „საქართველოს ალიანსი უსაფრთო გზებისათვის“ მონაცემების მიხედვით, ქვეითთა მონაწილეობით საგზაო შემთხვევბის რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება (იხილეთ გრაფიკი). ეს მიუთითებს, რომ გზებზე უსაფრთხოების საკითხში, განსაკუთრებით კი, ქვეითთა დაცვის კუთხით, საქართველო წინ კი არა, უკან მიდის.

 

რა იწვევს პრობლემებს?

წინა წლის ერთ-ერთი ყველაზე არარაციონალური პოლიტიკური გადაწყვეტილება  საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე ჯარიმების შემცირება იყო. ეს ცვლილება მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა იყო. ჯარიმების ნაწილი განახევრდა, მაგალითად, სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 100 ლარის ნაცვლად, 50 ლარი გახდა. როგორც სჩანს, მთავრობას არაპოპულარული საგზაო ჯარიმების შემცირებით თავისი პოპულარობის გაზრდა სურდა და ამას შეწირა მოქალაქეთა უსაფრთხოება. სადაოა, ამომრჩევლები თუ დააფასებენ ასეთ „ახლომხედველურ“ გადაწყვეტილებას.

კიდევ ერთი საკითხია მართვის მოწმობის აღების სიმარტივე. ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ იმისათვის რომ მართვის მოწმობა აიღო საკმარისია შეგეძლოს რამდენიმე კითხვას უპასუხო, რომელთა დაზეპირება წინასწარ შეიძლება, და შემდეგ შეასრულო რამდენიმე ძირითადი მანევრი ხელოვნურად გაწყობილ მოედანზე. არავინ ამოწმებს, თუ როგორ მართავს ავტომობილს ადამიანი ქალაქში ან ავტობანზე. სხვა ქვეყნებში (მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებში) მართვის მოწმობის აღების მსურველები ავტომობილის მართვას სწავლობენ რეალურ სიტუაციაში, და გამოცდა ქალაქის ქუჩებსა და მაგისტრალებზე ტარდება. თუ გავითვლისწინებთ, რამდენად მარტვია მართვის მოწმობის აღება საქართველოში, მარტივად ვიპოვით მიზეზს, თუ რატომ მართავენ ავტომანქანებს მძღოლები ცუდად.

კიდევ ერთი მიზეზია პოლიციის უუნარობა დაარეგულიროს მოძრაობა. ქართველები ამაყობენ პოლიციით, რადგან 90-იანი წლების კორუმპირებული სისტემა ვარდების რევოლუციის შემდეგ შეიცვალა „პატრულით“, რომელიც აღარ აწუხებს მოსახლეობას. თუმცა კარგსაც არაფერს აკეთებს, ყოველ შემთხვევაში, როდესაც საქმე საგზაო მოძრაობას ეხება.  ცოტაა ისეთი ქალაქი, სადაც ამდენი პოლიციის მანქანა მოძრაობს და ამასთან, ქუჩებში ისეთი ბარბაროსული მდგომარეობაა, როგორიც თბილისშია. პატრული იშვიათად თუ ერევა საგზაო მოძრაობის დარეგულირებაში, თუ არ ჩავთვლით მიკროფონით მძღოლების მიმართ შეძახილებს.


რა შიეძლება გაკეთდეს?

ერევანი, რომლის ცენტრიც ახლა ძალიან წყნარი და სასიამოვნოა,  იმის ერთ-ერთი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება სიტუაციის შეცვლა. მოუხედავად იმისა, რომ სომხეთში საგზაო შემთხვევბი საკმაოდ ხშირია, ეს პრობლემა სრულებით გადაჭრილია ერევნის ცენტრში.

რა გაკეთდა ამისათვის? 2009-2010 წლებში, პოლიციამ დაიწყო ქვეითების და მძღოლების დაჯარიმება მოძრაობის წესების დარღვევისათვის. ჯარიმა იყო 3000 სომხური დრამი (დაახლოებით 15 ლარი) ქვეითებისათვის და 20 000 დრამი  (დაახლოებთ 90 ლარი) მძღოლებისათვის. თუმცა, პოლიციამ მალე შეწყვიტა ქვეთების დაჯარიმება რადგან ამ კანონის განხორციელება რთული იყო. ხშირად ქვეითებს თან არ ჰქონდათ პასპორტი და კამერით დაფიქსირებული კანონდამრღვევების იდენტიფიცირება რთული იყო.

ამას გარდა, პოლიციამ პრობლემის გადაჭრის კრეატიულ გზას მიმართა. პოლიცია იწერდა სახიფათო შემთხვევებს და შემდეგ ამ ვიდეობს ტელევიზიით უჩვენებდნენ. ამის შედეგად, სომხეთში საგზაო უსაფრთხოების საკითხი პოპულარული გახდა.

ასევე, ერევანში დაამონტაჟეს ვიდეო სისტემა გზაჯვარედინების, შუქნიშნების და ზებრა გადასასვლელების მონიტორინგისათვის. მძღოლი კანონდამღვევების იდენტიფიცირება ეფექტიანად ხდებოდა და 20 000 დრამი კანონის დამორჩილების მოქმედი სტიმული იყო.

და ბოლოს, დაამონტაჟეს მეტი შუქნიშანი და ზებრა გადასასვლელი, რის შედეგადაც, მოძრაობა მარტივი და უსაფრთხო გახდა. როგორც გამოცდილება აჩვენებს, კანონის მკაცრი აღსრულება ზომიერად მაღალი ჯარიმებით და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მდგომარეობას მნიშვენელოვნად ცვლის. ამ ცვლილებების განხორციელება ძვირი არაა და თუ მთავრობა უმოქმედოდ დარჩება ამ პრობლემის მიმართ, მას ფინანსების ნაკლებობა ვერ გაამართლებს.

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
კვირა, 29 დეკემბერი 2024

Captcha Image

Our Partners