ოდესმე გსმენიათ იმ იდუმალ კანონზე, რომლითაც ქალაქის ზომის გამოცნობაა შესაძლებელი? თუ მეტყვით ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქის მოსახლეობის რაოდენობას, გეტყვით რა ზომისაა ქვეყნის სიდიდით მეორე და მომდევნო ქალაქები. 1949 წელს ჯორჯ ზიპფმა გამოიგონა მარტივი თეორია, სახელად რანგისა და ზომის წესი, იგივე „ზიპფის კანონი,“ რომლის მიხედვითაც, სიდიდით მეორე და მომდევნო ქალაქები უნდა იყოს ყველაზე დიდი ქალაქის პროპორციული ნაწილი. მაგალითად, თუ ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქში ერთი მილიონი ადამიანი ცხოვრობს, წესის თანახმად, სიდიდით მეორე ქალაქის მოსახლეობა უნდა იყოს პირველის ნა...