„საქართველოს უსაფრთხოების ძირეული პრობლემა ის არის, რომ ყველა მთავარი კარტი რუსეთს უჭირავს და არც ახალ ხელს არიგებს ვინმე საქართველოს სასარგებლოდ“, – ამბობს ნილ მაკფარლეინი 2016 წელს საქართველოს უსაფრთხოებაზე დაწერილ სტატიაში. საქართველოს ჰყავს ძლიერი მეზობელი, რომელიც არ არის დემოკრატი, არ სცემს პატივს ერების თვითგამორკვევის უფლებას და, რაც მთავარია, რეალურად იყენებს სამხედრო ძალას ნებისმიერ დროს, როდესაც მისი ინტერესები (ლეგიტიმური თუ არალეგიტიმური) ჯეროვნად არ ფასდება. მეტიც, რუსეთის სამხედრო ძლიერებას კავკასიაში კონკურენტი არ ჰყავს, რადგან რუსეთი არი...