რამდენიმე კვირის წინ ისრაელის ელჩმა, მისმა აღმატებულება იუვალ ფუქსმა ISET-ში სტუმრობისას ისაუბრა ისრაელის საოცარ გარდაქმნაზე — აგრარული სახელმწიფოდან ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკად. ელჩის თქმით, თუ მის ახალგაზრდობაში ისრაელი ცნობილი იყო ფორთოხლის წარმოებით, ბოლო 30 წლის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებული მაღალი ტექნოლოგიების სექტორს დღესდღეობით მრავალ ასპექტში ამერიკისა და ევროპის ინდუსტრიებიც კი ვერ უწევენ ღირსეულ კონკურენციას. მეტიც, NASDAQ-ზე ისრაელის 60-ზე მეტი კომპანიის ფასიანი ქაღალდები იყიდება. ეს რიცხვი აღემატება ნებისმიერი სხვა ქვეყნის ანალოგიუ...