ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
თებ
10

რა უშლის ხელს ქვეყნების განვითარებას?

ზამთრის არდადეგებზე ეკონომისტ დარონ აჯემოღლუსა (მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი) და პოლიტოლოგ ჯეიმს ა. რობინსონის (ჰარვარდის უნივერსიტეტი) ერთობლივი ნაშრომის (“Why Nations Fail: The Origins of Power, Prosperity, and Poverty”, Crown Business 2012, 544 გვერდი, Hardcover $20.00) წასაკითხად მოვიცალე. ორივე ავტორი სახელგანთქმულია და გასაკვირი არ იქნება თუ აჯემოღლუ, თანამედროვეობის ყველაზე ხშირად ციტირებული თურქეთში დაბადებული სომეხი ეკონომისტი, უახლოეს მომავალში მიიღებს ნობელის პრემიას ეკონომიკაში. წიგნის წაკითხვის შემდეგ ოდნავ იმედგაცრუებულიც კი დავრჩი, ...
Rate this blog entry:
Continue reading
3435
0 Comments
Write a Comment
თებ
06

საზღვრებს მიღმა: იმიგრაცია აზერბაიჯანში

უკვე რამოდენიმე წელია აზერბაიჯანში იმიგრაციის მზარდი ტალღა შეინიშნება. გრაფიკი 1 ასახავს აზერბაიჯანის წმინდა იმიგრაციას (იმიგრაციისა და ემიგრაციის სხვაობას) ბოლო 22 წლის განმავლობაში. მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ 2008 წლიდან ყოველწლიურად იმიგრანტთა რაოდენობა უფრო და უფრო მეტად აღემატება ემიგრანტთა რიცხვს. 2012 წელს აზერბაიჯანიდან წასულთა რაოდენობა უკვე 2000-ით ჩამორჩებოდა ქვეყანაში ჩასულთა მაჩვენებელს. მიგრაციული ნაკადების მიმართულებასა და მოცულობას ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური მიზეზები წარმართავს. აღნიშნული მიზეზები შეიძლება ორ ჯგუფად გავყოთ:...
Rate this blog entry:
Continue reading
3521
0 Comments
Write a Comment
იან
31

საუკუნის ბრძოლა

საუკუნის ბრძოლა? ეს იყო 1971 წელს, ნიუ იორკში, ჯო ფრეიზერი მუჰამედ ალის წინააღმდეგ, ასეა არა? არა! ეკონომისტებისათვის საუკუნის ბრძოლა ასოცირდება ორ სახელოვან ეკონომისტს, ჯონ მეინარდ კეინზსა (1883-1946) და ფრიდრიხ ავგუსტ ჰაიეკს (1899-1992) შორის დებატებთან. ეს შერკინება რინგზე სახელგანთქმულ ბრძოლას სიმწვავით ნამდვილად არ ჩამოუვარდებოდა. რამ გამოიწვია ეს ცხარე დებატები და ეხება თუ არა ეს საქართველოსაც? დიახ, ეხება. მოთხოვნის ნაკლებობა... რა არის რეცესიისა და უმუშევრობის მიზეზები? კეინზს ამის შესახებ ნათელი წარმოდგენა ჰქონდა. ის ამტკიცებდა, რომ კრიზისის დრო...
Rate this blog entry:
Continue reading
5452
0 Comments
Write a Comment
იან
26

უფრო თანასწორი საქართველოსაკენ

გასულ კვირას უთანასწორობის თეორიული ეკონომიკური შედეგები განვიხილე. კლასიკური ხედვისაგან განსხვავებით ემპირიულმა კვლევამ აჩვენა, რომ უთანაბრობას უარყოფითი ეკონომიკური შედეგების მოტანაც შეუძლია. უთანასწორობა იწვევს პოლიტიკურ დესტაბილიზაციას ქვეყანაში, რაც, თავის მხრივ, ინვესტიციებს აბრკოლებს. ეს კი იმიტომ ხდება, რომ პოლიტიკური არამდგრადობა ამცირებს მოსალოდნელ მოგებას ნებისმიერი ეკონომიკური აქტივობიდან. შესაბამისად, უცხოელი, ისევე როგორც ადგილობრივი ინვესტორები ნაკლებ კაპიტალს დააბანდებენ ისეთ ქვეყანაში, სადაც არამდგრადობის რისკი იზრდება. თუ დავუშვებთ, რომ...
Rate this blog entry:
Continue reading
2521
0 Comments
Write a Comment

Our Partners