გასული საუკუნის 30-იან წლებში ამერიკელმა ლინგვისტმა ბენჯამენ ლი უორფმა ჩამოაყალიბა ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც განსხვავებულ ენაზე მოსაუბრე ადამიანები სამყაროს განსხვავებულად აღიქვამენ. უორფიანიზმის სახელით ცნობილი ენის ფარდობითობის თეორიის თანახმად,ენის გრამატიკული სტრუქტურა და ლექსიკა, ერთად აღებული, გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ფიქრობენ ადამიანები. თავაზიანობის მომხრეებიც, ვორფიანიზმის იდეაზე დაყრდნობით, ეწინააღმდეგებიან შეურაცხმყოფელი ან დისკრიმინაციული შინაარსის გამოთქმების გამოყენებას. მაგალითად, „პატარა ადამიანის“ გამოყენება „ჯუჯის“ აღსანი...