აგრარული პოლიტიკის კვლევითი ცენტრის უმცროსი მკვლევარი
სალომე დეისაძემ ახლახანს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET-ის) სამაგისტრო პროგრამა. მან ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი, სადაც ძირითადი სპეციალობა მაკროეკონომიკაში გაიარა. სწავლისას ის აქტიურად იყო ჩართული რამდენიმე პროექტში და მონაწილეობას იღებდა საერთაშორისო კონფერენციებში. ამასთან, იყო მკვლევარ-ასისტენტი პროექტში „შრომის არაფორმალურობა“, რომელიც, PMCG-სა და ISET-თან ერთად, განახორციელა ფონდმა IZA.
2016 წლის მაისში მან დაასრულა სტაჟირება ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში „სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს გაძლიერება“, რომელიც ENPARD-ის პროგრამის ნაწილია. 2016 წლის სექტემბერში სალომე შემოუერთდა ISET-ის აგრარული პოლიტიკის კვლევით ცენტრს. მან, ასევე, წარმატებით გაიარა Cerge-ei-ის ეკონომიკის სწავლების პრინციპებისა და პრაქტიკის კურსი პრაღაში.
აგრარული პოლიტიკის კვლევითი ცენტრის უფროსი მკვლევარი
ია კაცია ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის აგრარული პოლიტიკის კვლევით ცენტრს 2014 წლის ივლისში შემოუერთდა, უმცროსი მკვლევარის პოზიციაზე. მან ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო 2011 წელს. იამ ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET-ში) მიიღო 2014 წელს.
ISET-ში იას სპეციალიზაცია სოფლის მეურნეობის ეკონომიკა იყო. ამჟამად ის ჩართულია ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროექტებში, ასევე, პასუხისმგებელია ყოველკვირეულ ხაჭაპურის ინდექსის პუბლიკაციაზე. მისი კვლევითი ინტერესის სფეროებია აგრარული პოლიტიკა, პოლიტიკური ეკონომიკა, განვითარების ეკონომიკა, სურსათის უვნებლობა და მდგრადი განვითარება.
1. The Effect of Reduced Wine Exports on Grape Prices
3. Feasibility Study on Agricultural Insturance in Georgia
4. Bumper Analysis of Agricultural Sector of Georgia
5. Assessment of the Agricultural Card Program in Georgia
7. Regulatory Impact Assessment (RIA) on the Crop Insurance Reform of Georgia
8. Agriculture and Food Production: Potential in Georgia
9. Assess the Food Security Data Relevance and Collection Mechanisms in the South Caucasus
ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის კვლევითი ცენტრის უფროსი მკვლევარი
მაკა ჭითანავამ საჯარო და მუნიციპალური მართვის ბაკალავრის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი კი ISET-ში მიიღო. ის ISET-ში და ISET-ის კვლევით ინსტიტუტში 2008 წლიდან მუშაობს. დღეს მაკა უფროსი მკვლევარია და ჩართულია სხვადასხვა კვლევით პროექტში, რომლებიც ეხება სოციალურ პოლიტიკასა და რეგულირებას.
კვლევის გარდა, მაკა ატარებს ტრენინგებს საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა საკითხზე, არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. ის ასწავლის შემდეგ კურსებს: მიკრო და მაკროეკონომიკის პრინციპები, ფისკალური დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება, ეკონომიკური აზრის ისტორია. მაკა ISET Economist-ის ბლოგის რეგულარული ბლოგერია.
1. Understanding the Puzzle of Informal Employment in Georgia
2. The Costs and Benefits of Labor Mobility between the EU and the Eastern Partnership Countries
3. Comprehensive Costing and Finance Strategies for the Early Learning system in Georgia
4. Pilot Regulatory Impact Assessment (RIA) of the Spatial Planning and Construction Code
5. Population Situation Analysis in Georgia
6. Regulatory Impact Assessment (RIA) on the Crop Insurance Reform in Georgia
7. Good Jobs for Inclusive Growth
8. Regulatory Impact Assessment (RIA) on Irrigation Tariff Methodology
9. Regulatory Impact Assessment (RIA) of the Pension Reform
10. Regulatory Impact Assessment on Law of Water Resource Management
1. Regulatory Impact Assessment. Publisher: Deloitte Consulting LLP August 2014.
4. “The Impact of the Global Financial Crisis on Public Service Delivery in Economies of the Former Soviet Union” Publisher: CASE-Center for Social and Economic Research on behalf of CASE Network, No.101/2011
5. “Determinants of Child Care Choices in Georgia”, ISET Master Thesis (2008)
6. Regulatory Impact Assessment on Crop Insurance Reform of Georgia. Publisher: ISET-PI/USAID Governing for Growth (G4G) in Georgia Project, 2015
7. Economic Reforms: Market Liberalization vs. Social Responsibility. Lessons Learnt from Georgia for Ukraine (policy paper). Publisher: Center for Cultural Relations – Caucasian House. Tbilisi, Georgia, 2015
8. Population Situation Analysis (PSA). Publisher: UNFPA, Tbilisi, Georgia, 2015
9. Pilot Regulatory Impact Assessment on Draft Code on Spatial Planning and Construction. Publisher: USAID Economic Prosperity Initiative, ISET Policy Institute. September 2014
აგრარული პოლიტიკის კვლევითი ცენტრის უფროსის მოადგილე
სალომე გელაშვილი დაიბადა სოხუმში და გაიზარდა ბელორუსეთში, ქალაქ ნავაპოლატსკში. მან ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო (2009 წ.), ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი კი – ISET-ში (2011 წ.).
სალომეს დიდი გამოცდილება აქვს სოფლის მეურნეობაზე ორიენტირებული ეკონომიკური განვითარების პროექტების კვლევაში, მონიტორინგსა და შეფასებაში. 2014 წლის ივლისში ის შემოუერთდა ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის აგრარული პოლიტიკის კვლევით ცენტრს, როგორც უფროსი მკვლევარი. იქამდე კი ის მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციაში „მერსი კორი“ კვლევის, მონიტორინგისა და შეფასების სპეციალისტად.
სალომე ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში მაკროეკონომიკის პრინციპებს ასწავლის. მისი კვლევის ინტერესის სფეროებია სოფლის მეურნეობის ეკონომიკა, განვითარების ეკონომიკა, მაკროეკონომიკური პოლიტიკა და საერთაშორისო ვაჭრობა.
1. Pilot Cost-Benefit Analysis for Alliances SJ Project
3. Bumper Analysis of Agriculture Sector of Georgia
4. Assessment of the Agricultural Card Program in Georgia
5. Regulatory Impact Assessment (RIA) on the Crop Insurance Reform of Georgia
6. Assess the Food Security Data Relevance and Collection Mechanisms in the South Caucasus