ევროკავშირთან დაახლოვების კანონშემოქმედება — გაკვეთილები საქართველოს უახლესი ისტორიიდან
2014 წლის 1 სექტემბერს ქართულმა საზოგადოებამ უსიამოვნო რეალობაში გაიღვიძა. აქამდე, ქვეყანაში წლების განმავლობაში მოქმედი უაღრესად ლიბერალური სავიზო რეჟიმი საქართველოს მიმზიდველს ხდიდა უცხოელი ტურისტებისა და წმინდა უცხოური ინვესტიციებისათვის. პირველ სექტემბერს კი ძალაში შევიდა ახალი კანონი უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ. ამის შედეგად, ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები, უცხოელი სტუდენტები, დამსაქმებლები და თავად საქართველოს სასაზ...