ჩვენს წინა სტატიაში გამოვიკვლიეთ საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 12 თვის განმავლობაში. უფრო კონკრეტულად, ჩვენ შევეხეთ არგუმენტს, რომლის მიხედვითაც ეკონომიკური ზრდის დინამიკა არჩევნებამდე და მის შემდეგ დიდწილად განპირობებული იყო „პოლიტიკური ბიზნეს–ციკლის“ ეფექტით არჩევნებამდე სამთავრობო გადახარჯვის გამო.
ჩვენმა ანალიზმა აჩვენა, რომ სამშენებლო სექტორი (პოლიტიკურად მოტივირებული დანახარჯების უპირველესი “ეჭვმიტანილი“) არჩევნებამდე პერიოდში მართლაც უჩვეულოდ სწრაფად იზრდებოდა, 2012 წლის ოქტომბრის შემდგომ კი მისი ზრდა რადიკალურად...