საუკუნის ბრძოლა? ეს იყო 1971 წელს, ნიუ იორკში, ჯო ფრეიზერი მუჰამედ ალის წინააღმდეგ, ასეა არა? არა! ეკონომისტებისათვის საუკუნის ბრძოლა ასოცირდება ორ სახელოვან ეკონომისტს, ჯონ მეინარდ კეინზსა (1883-1946) და ფრიდრიხ ავგუსტ ჰაიეკს (1899-1992) შორის დებატებთან. ეს შერკინება რინგზე სახელგანთქმულ ბრძოლას სიმწვავით ნამდვილად არ ჩამოუვარდებოდა.
რამ გამოიწვია ეს ცხარე დებატები და ეხება თუ არა ეს საქართველოსაც? დიახ, ეხება.
მოთხოვნის ნაკლებობა...
რა არის რეცესიისა და უმუშევრობის მიზეზები? კეინზს ამის შესახებ ნათელი წარმოდგენა ჰქონდა. ის ამტკიცებდა, რომ კრიზისის დრო...