ჭადრაკი ძალიან მიყვარს, ამიტომ ჩემი ბევრი ქართველი ნაცნობი ასაკოვანი ხალხია. მათ შორის არის რამდენიმე ყოფილი საბჭოთა მეცნიერი: ფიზიკოსი, მათემატიკოსი, სტატისტიკოსი და ინჟინერი. მას შემდეგ, რაც თბილისში ვცხოვრობ, ისინი ხშირად დამცინიან ჩემი სამეცნიერო მიღწევების გამო: „Ph.D. ხარისხით, – უყვართ ხოლმე თქმა, – საბჭოთა კავშირში მეცნიერებათა კანდიდატის მეტი ვერ გახდებოდი“.
ჩემს ჭადრაკის მეგობრებთან საუბრებმა მიმიყვანა დასკვნამდე, რომ ძველ საბჭოთა პროფესორებს იერარქიული აზროვნება ახასიათებთ. ერთ-ერთ ქართველ მათემატიკოსთან თანამშრომლობისას, ის ყოველთვის ხაზს უსვ...