ნობელის პრემიის ეკონომისტ ლაურეატებს შორისაა ბანგლადეშელი მუჰამედ იუნუსი. მან მიკროკრედიტი გამოიგონა. რას გულისხმობს ეს ცნება? როგორც წესი, ღარიბი ხალხისათვის საბანკო სესხის აღება რთულია. მათი გადახდისუნარიანობა ხომ ასე დაბალია, რადგან არც გირაოდ გამოსადეგ აქტივებს ფლობენ და შესაძლოა მათი მთელი სიმდიდრეც არ აღმოჩნდეს საკმარისი გადაუხდელობის შემთხვევაში ბანკის ზარალის ასანაზღაურებლად. თუმცა იუნუსს სჯეროდა, რომ ღარიბ ხალხს კარგი ბიზნეს იდეები აქვს და არც მათ მიერ ვალის უკან დაბრუნების განზრახვაში ეპარებოდა ეჭვი. გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს ის ესტუ...