ბლოგის ერთ-ერთი თანაავტორი მარჯანიშვილის მეტროსთან ქვეითად მოსიარულეთა მწვანე შუქზე გზის გადაკვეთას აპირებდა. მერსედესის მარკის ავტომობილი, მოუხედავად იმისა, რომ წითელი შუქი ენთო, საკმაოდ სწრაფად მოდიოდა და ხალხი ყველა მიმართულებით გაფანტა. იქვე იდგა პოლიციის მანქანაც. პოლიციამ ამ ფაქტზერეაგირება არ მოახდინა.
თბილისში მოძრაობა, როგორც წესი, სახიფათო და სტრესულია. ქვეითად მოსიარულეებმა მუდმივად უნდა აკონტროლონ ახლომახლო მოძრავი მანქანები, მაშინაც კი, თუ ტროტუარზე მიდიან. რადგან, ხშირ შემთხვევაში, მძღოლები უგულებელყოფენ ფეხით მოსიარულეთა უფლებებს, ქვეითებმ...