„ვინც მოითმენს, ის მოიგებს“, ქართული ანდაზა
ერთ-ერთი პირველი რამ, რასაც ტურისტები საქართველოში ჩამოსვლისას ამჩნევენ, არის ის, რა თავქარიანად ატარებს ტაქსის მძღოლი მანქანას აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე: შუქნიშნის წითელზე ჩავლა, წინ მიმავალი ჯიპისთვის გასასწრებად დარღვეული წესები და ბევრი სხვა გაუმართლებელი რისკი, რითიც ქართველი მძღოლი საფრთხეს უქმნის არამარტო მგზავრის, არამედ საკუთარ სიცოცხლესაც. საშიში მგზავრობის პროცესიდან ყურადღების გადასატანად, მძღოლმა შეიძლება ტურისტს ცნობილი „ჯიგიტური“ (მამაცი მხედარი) ანეკდოტიც გაუზიაროს: ჯიგიტი არ აჩერებს წითელზ...