არსებობს უამრავი მიზეზი, რომ გვიყვარდეს ფერმერული კოოპერატივების იდეა (და ზოგადად კოოპერატივი). დავიწყოთ იმით, რომ ადამიანების გაერთიანებას, რესურსების გაზიარებასა და ურთიერთდახმარებას დიდი ესთეტიკური ღირებულება აქვს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ინსტიქტური კოლექტივიზმი ოდითგანვე იყო ადამიანთა არსებობის ძირითადი მდგომარეობა. თუმცა ფერმერული კოოპერატივების არსებობას ძლიერი ეკონომიკური მიზეზებიც აქვს.
მცირე ფერმერები ხშირად ძალიან პატარები არიან იმისთვის, რომ დამოუკიდებლად შევიდნენ ბაზარზე და ადვილად შეიძლება გახდნენ შუამავლებისა და ადგილობრივი მონოპოლისტების ექსპლუატაციის ობიექტი. მომსახურების კოოპერატივებს შეუძლიათ, გაზარდონ მცირე ფერმერთა ვაჭრობის ძალა ბანკებთან, მომსახურების, პროდუქციის მიმწოდებლებთან, გადამამუშავებლებსა და მთავრობასთან მიმართებაში. თანამშრომლობის ეს ფორმა საკმაოდ ეფექტურია და შედარებით ადვილია მისი მართვა და შენარჩუნება. სწორედ ამიტომ არის იგი ფართოდ გავრცელებული ჩრდილოეთ ამერიკასა და დასავლეთ ევროპაში.
კოოპერატივის უფრო ამბიციური (და კიდევ უფრო მოთხოვნადი) ფორმა გულისხმობს დანაწევრებული მცირე მეწარმეების თავმოყრას უფრო დიდ ფერმებში. მსგავსი წარმოების კოოპერატივების მაგალითებია ებრაული კიბუცები და საბჭოთა კოლექტიური ფერმები. ითვლება, რომ ასეთი ფორმების მასშტაბის ეკონომია სარგებლის მომტანია ძირითადად სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში.
თუმცა ესთეტიკური ღირებულებისა და მყარი ეკონომიკური მიზეზების მიუხედავად, ფერმერთა კოოპერატივები (ორივე ტიპის) იყო დიდი მარცხი ბევრ გარდამავალ ეკონომიკაში და განსაკუთრებით ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, მათ შორის, საქართველოშიც. ტიმ სტიუარტის სიტყვებით, განვითარების პრაქტიკოსები პოსტ-საბჭოთა სივრცეში ხშირად ეჩეხებიან „წარუმატებელ ფერმერთა ჯგუფებს, რომლებიც პროექტის დასრულებისთანავე ქრებიან, სადაც მინდვრის პირას მიტოვებულ, გამოუყენებელ მოწყობილობას ჟანგი ჭამს. ეს სურათი პოპულარულ პრესაში გახდა უფუნქციო განვითარების კლიშე. იმ ადამიანებისთვის კი, რომლებიც ჩართულნი არიან განვითარებაში, ფერმერთა ჯგუფები არის წარუმატებლობის სინონიმი“.
რა თქმა უნდა, წარმატება და წარუმატებლობა არის ტერმინები, რომელთა განმარტებაც მოსალოდნელი შედეგებიდან გამომდინარე ხდება. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ენპარდის პროგრამის კოორდინატორს, ხუან ეჩანოვს სჯერა, რომ ათასვერსიანი მოგზაურობა პირველი ნაბიჯით იწყება. მას სჯერა, რომ საქართველოს აგრარულ კოოპერატივებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი სამართლებრივი და ფინანსური ცვლილებები წაახალისებს ქვემოდან ზემოთ ფერმერთა ორგანიზაციების შექმნას, ურთიერთდახმარებისა და რესურსების გაზიარების ტრადიციულ ფორმებზე დაყრდნობით, რაც საქართველოში ყოველთვის არსებობდა. ხუანის აზრით, ქართველი ფერმერები ყოველთვის ქმნიდნენ არაფორმალურ ჯგუფებსა და ასოციაციებს, ხშირად ყოველგვარი გარე დახმარების გარეშე, საკუთარი ინიციატივით. ასეთი ჯგუფები ხშირად ორიენტირებული იყო ძალიან ვიწრო, მაგრამ ყოველდღიური ეკონომიკური აქტივობების ფუნქციურ ზრდაზე, მათ შორის საძოვრების და საქონლის კვების, პირუტყვის მართვის, მოსავლის აღებისა და ხვნის კოლექტიური შრომის ერთობლივი მართვა და სხვ.
ვინ უნდა აიყვანოს ფერმერთა კოოპერატივები შემდეგ დონეზე?
მართალია, ქვემოდან-ზემოთ კოოპერატივები ყვავის ახალ პოლიტიკურ გარემოში, მაგრამ ყველა ანალიტიკოსი ერთხმად თანხმდება, რომ საჭიროა შემდეგ ეტაპზე გადასვლა: სოფლად მცხოვრებმა მოსახლეობამ უნდა შეიძინოს საჭირო უნარ-ჩვევები და რესურსები. ამასთან დაკავშირებით, სიმონ ეპლბაიმ, ავსტრალიელმა აგრონომმა და აგრობიზნესის კონსულტანტმა, რომელსაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და საქართველოში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, დასვა საჭირო კითხვა: „თუ განვითარების სააგენტოები „მცდარი“ მოთამაშეები არიან, მაშინ ვინ უნდა ჩაერთოს ფერმერთა გაერთიანებებში?“ მისი აზრით, „მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება კოლექტივისტური დამოკიდებულების მქონდე ზოგ ადამიანს აღიზიანებდეს, ღირს, კორპორაციები კოოპერატივების სულისჩამდგმელად და ინკუბატორებად ჩავთვალოთ“.
მართლაც, ხუანი ხედავს კერძო სექტორის ჩართულობის შესაძლებლობათა ძალიან ფართო სპექტრს, დონორთა დახმარებითა თუ მის გარეშე. მაგალითად, ზოგიერთი ფერმერთა ჯგუფი შეიქმნება იმისთვის, რომ მოიპოვოს წვდომა უკეთეს და/ან იაფ პროდუქტებზე (სასუქები, თესლები, საწვავი) ან მომსახურებაზე (მექანიზაცია, ვეტერინარული მომსახურებები, ხელოვნური განაყოფიერება). ასეთ შემთხვევებში ძირითადი ბიზნეს-პარტნიორები არიან არა პროდუქციის მყიდველები, არამედ მომსახურებათა და წარმოების საშუალებათა მიმწოდებლები. და, რაც მთავარია, დონორები – ენპარდი და USAID-ის პროგრამა REAP – ფოკუსირებული იქნება უფრო ამ ბიზნესებზე, ვიდრე ფერმერთა ჯგუფებზე.
ხუანი მალევე აღიარებს, რომ ეს საკითხი რთულდება, თუ მიზანი არის ფერმერთა ჯგუფების შექმნა საკუთარი პროდუქციის ერთობლივი გაყიდვის მიზნით. თუმცაღა თუნდაც ამ შემთხვევაში იქნება ჯგუფები, მაგალითად, მანდარინის ან თხილის კოოპერატივები, რომელთაც არ ექნებათ არავითარი პრობლემა საკუთარი პროდუქციის უამრავი შუამავლის, გადამამუშავებლისა თუ ექსპორტიორისთვის მიყიდვასთან დაკავშირებით. თუ ეს კოოპერატივები ყველაფერს სწორად გააკეთებენ, ამტკიცებს ხუანი, მათ ექნებათ მეტი ან უკეთესი ხარისხის პროდუქცია გასაყიდად. მყიდველები უკვე აქ არიან და ფერმერთა ჯგუფებს არ დასჭირდებათ დახმარება კერძო სექტორში ჩასართავად.
დაბოლოს, იქნება კოოპერატივები, რომლებიც თავიანთ პროდუქციას პირდაპირ შეიტანენ ადგილობრივ ბაზარზე და ამაში ცუდი არაფერია, ამბობს ხუანი. მეტის ან უფრო დაბალ ფასებად წარმოება მეზობელი ქალაქის ბაზარზე იქნებოდა ადვილი და რეალისტური გაუმჯობესება. საქართველოს ბევრ ნაწილში უბრალოდ არ არსებობს ალტერნატივა და ჩვენ ხშირად არც გვჭირდება, ვეძებოთ კომპლექსური გამოსავალი.
ხუანის მოსაზრებასთან დაკავშირებული ერთი პრობლემა ის არის, რომ არც ერთ შემთხვევაში კერძო სექტორის წარმომადგენლებს არ ექნებათ არავითარი სტიმული, უზრუნველყონ სოფლის მოსახლეობა სწორად კეთებისა და კოოპერატივების მართვისთვის საჭირო უნარ-ჩვევებითა და რესურსებით. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ წარმოების საშუალებათა მიმწოდებლები საკმაოდ დაინტერესებული იქნებიან თავიანთი პროდუქციის (მაგალითად, სასუქების) მარკეტინგით, მათ არავითარი სარგებელი არ ექნებათ ფერმერთა ორგანიზებასა და ტრენინგებში დახმარებისგან, რომლებიც, როგორც კი ორგანიზდებიან, 1) უფრო რთული იქნება მათთან მოლაპარაკება, 2) შეიძლება დაუკავშირდნენ კონკურენტ მიმწოდებელს. სწორედ ამავე მიზეზის გამო, თხილისა თუ მანდარინის არც ერთი ინდივიდუალური მყიდველი არ დახარჯავს დროსა და ენერგიას ფერმერთა კოოპერატივის ორგანიზებასა და ტრენინგზე, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის შეიძლება ბევრად მოსახერხებელი იყოს ბევრად მსხვილ და უფრო სანდო მწარმოებელთან ურთიერთობა.
ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესები შეიძლება იყვნენ ფერმერთა კოოპერატივების შექმნასა და ინკუბაციაში ჩართული (ერთადერთი) სწორი მოთამაშეები, მაინც საჭირო იქნება სპეციალური სამთავრობო ან დონორთა სქემების შემუშავება, რათა წახალისდეს პოტენციურად დაინტერესებული კორპორატიული მოთამაშეები. მართალია, მსგავსი სქემები ძვირი ჯდება, მაგრამ მათი არსებობა გამართლებულია, თუ შედეგად მიღებული მიწოდების ჯაჭვის ურთიერთობებს აქვს პოტენციალი, გაგრძელდეს ყოველგვარი დამატებითი სუბსიდიების გარეშე, ინკუბაციისთვის საჭირო პერიოდის გასვლის შემდეგ.
როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მიღებულ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით სიმონ ეპლბაი განმარტავს, მთავრობას შეუძლია აიძულოს საკვების მსხვილი გადამამუშავებლები, მიიღონ კოოპერატივები როგორც მიწოდების ჯაჭვის პარტნიორები. მთავრობას (და დონორებს) შეუძლია, ასევე, გამოიყენოს ისეთი საშუალებები, როგორიცაა, მაგალითად, საგადასახადო შეღავათები, დაბალპროცენტიანი სესხები ან გრანტები. ასეთ შემთხვევაში მთავრობას არ დასჭირდება, აქტიური როლი ითამაშოს ფერმერთა ჯგუფების მიკრომენეჯმენტში. თუ კორპორაციები მიმწოდებლებს სრული დახმარების პაკეტით (ფინანსები, წარმოების საშუალებები, ტრენინგები, გარანტირებული ფიუჩერსული კონტრაქტი) უზრუნველყოფენ, არსებული ბიზნეს-შესაძლებლობების პასუხად გაჩნდება კოოპერატივები. კოოპერატივების მცირე ზომისა (3-5 ოჯახი) და ნათესაურ-მეგობრული კავშირების გათვალისწინებით, რაც ხშირად ხდება კოოპერატივების შექმნის საფუძველი, ტიპობრივი კოოპერატივის შიდა მართვის საკითხები არ იქნება ძალიან რთული. სიმონის აზრით, დროთა განმავლობაში კოოპერატივებს შეუძლიათ საკუთარი აქტივობების დივერსიფიცირება მარტივი მოსავლის აღების შემდგომი მოვლით, დაბინავებითა და ლოჯისტიკით თუ ღრმა დამუშავებით, საკვები პროდუქტების ვაჭრობითა და ფინანსური მომსახურებებით. მაგრამ ამ პროცესს შეიძლება ათწლეულები დასჭირდეს. პროცესის დაჩქარება გულისხმობს დიდ ოპერაციულ თუ ფინანსურ რისკებს.
ტყის ნობათის მაგალითი
კორპორაციების მიერ მცირე ფერმერთა კოოპერატივების საკუთარი მიწოდების ჯაჭვში ჩართვის წახალისება არ არის მარტივი. გაითვალისწინეთ, რომ კორპორაციებს (მაგ. მსხვილ გადამამუშავებლებს) სხვა არჩევანიც აქვთ. მათ შეუძლიათ მარტო იყვნენ და შექმნან საკუთარი მიწოდების ბაზა ან გააფორმონ კონტრაქტი დიდ ფერმებთან, რომელთაც არ სჭირდებათ ინკუბაცია და შეიძლება ენდონ, რომ დროულად და საჭირო ხარისხის პროდუქციას მიაწვდიან.
თუმცა, როგორც არსებული ქართული გამოცდილებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, იქნება სიტუაციები, რომელშიც ბიზნესებს აქვთ სტიმული, ჩაერთონ ფორმალური თუ არაფორმალური ფერმერთა ჯგუფების გაწვრთნაში. მიუხედავად იმისა, რომ გამონაკლისია, მსგავსი სიტუაციები ქმნის შესანიშნავ ფუძემდებლური ეკონომიკის აღქმას.
2008 წელს ISET-ის დამთავრების შემდეგ, გაგა აბაშიძემ გადაიბარა მცირე საოჯახო ბიზნესი, რომელიც გულისხმობდა წლების განმავლობაში შიდა ქართლის სოფლის მაცხოვრებელთაგან ვარდის ნაყოფის ყიდვასა და დამუშავებას. ბიზეს-მოდელი უაღრესად მარტივი იყო. სოფლის მოსახლეობას მოჰყავდა და აწვდიდა ხილს. გაგა ამუშავებდა და ექსპორტზე გაჰქონდა ასკილის წვენი ევროპასა და იაპონიაში. სოფლის მოსახლეობა ვერ ხედავდა ვერანაირ სარგებელს ამ თანამშრომლობაში, ვერც გაგა ვერ ხედავდა მათი, როგორც ჯგუფის, ჩართულობის საჭიროებას.
ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც გაგამ „აღმოაჩინა“ ორგანული ასკილის პროდუქციის მომგებიანი ბაზარი, რომელიც მოითხოვდა უფრო რთული ბიზნეს-მოდელის დანერგვას. უპირველეს ყოვლისა, ორგანულ პროდუქციაზე გადასვა მოითხოვდა პროცესის ყველა ეტაპის სერთიფიცირებას, მოსავლის აღებიდან დაწყებული აღების შემდგომი მოვლის/დაბინავებისა და გადამუშავებით დამთავრებული. გაგა მალევე მიხვდა, რომ უბრალოდ შეუძლებელი იყო ასობით სოფლის მაცხოვრებლის სერთიფიცირება. იმისთვის, რომ მიეღო საერთაშორისო ორგანულობის სერთიფიკაცი, მისი მიმწოდებელი უნდა ყოფილიყო სამართლებრივი ერთეული, რომელიც შეიძლებოდა დატრენინგებულიყო და მიეღო სერთიფიკატი. რა თქმა უნდა, როგორც კი ჩაერთვებოდა, მისი მიმწოდებელი ასევე შეძლებდა შეეძინა საჭირო აღჭურვილობა, რითიც წვლილს შეიტანდა მოსავლის აღების, აღების შემდგომი მოვლისა და დაბინავების ეფექტურობაში, გადამუშავების ხარჯების შემცირებასა და საბოლოო პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაში.
გაგას საკუთარი მიწოდების ჯაჭვის რეორგანიზების ორი ვარიანტი ჰქონდა: დახმარებოდა ფერმერული ორგანიზაციის შექმნაში, რომელთანაც შემდეგ ითანამშრომლებდა ან გაეფართოვებინა საკუთარი ბიზნესი. ამ ორი ვარიანტის აწონ-დაწონვისას, გაგამ აირჩია ფერმერთა ორგანიზაცია/აუთსორსინგის ალტერნატივა ორი მთავარი მიზეზის გამო:
1. დაწყებასთან დაკავშირებული ბევრი ხარჯი შეიძლება საკუთარ თავზე აეღოთ სოფლის მცხოვრებთ, მათ შორის შრომისა და მიწის ხარჯები. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი მუშების დაქირავებით შრომის ხარჯების მხოლოდ მცირედით დაზოგვა შეიძლებოდა, კოოპერატივს შეეძლო მოეპოვებინა დონორთა დახმარების მიღების უფლება, რათა აენაზღაურებინა კაპიტალი, ტრენინგი და სერთიფიცირების ხარჯები.
2. გაგამ იცოდა, რომ კოოპერატივი იქნებოდა სანდო ბიზნეს-პარტნიორი. ერთის მხრივ, მას ჰქონდა ჯგუფის ინდივიდუალურ წევრებთან მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება და ენდობოდა მათ ლიდერებს. მეორეს მხრივ, მომგებიან საექსპორტო ბაზარზე წვდომის ქონით მას შეეძლო გადაეხადა პრემიუმ ფასები ორგანული ასკილისთვის, რითიც ჯგუფს მოუსპობდა სხვა მყიდველთან გადასვლის სტიმულს. რამდენადაც გაგას სჭირდებოდა ჯგუფი მისგან სერთიფიცირებული პროდუქციით მომარაგებისთვის, ჯგუფსაც სჭირდებოდა გაგა, რათა მიეღო წვდომა ორგანულ საექსპორტო ბაზარზე. ამგვარად, ორივე მხარე აღმოჩნდა ჩაკეტილი მათთვის ორმხრივად მომგებიან ურთიერთობაში.
საგურამოს სიახლოვეს მდებარე მცირე კოოპერატივის, ტყის ნობათის ეს განსაკუთრებული შემთხვევა არ გულისხმობს სხვა მოთამაშეთათვის ფუნქციების წართმევას (მაგალითად, რეგიონული განვითარების სააგენტოსთვის, რომელიც ატარებს რეგიონულ დაფინანსებას და ელკანასთვის, რომელიც დაეხმარა ბიო-სერთიფიცირების პროცესში). პირიქით, მიზანი არის, რომ მივაქციოთ ყურადღება ეკონომიკურ დასაბუთებას, რომ კერძო სექტორი ჩაერთოს საქართველოში დაწყებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოძრაობაში.
გაგა აბაშიძისა და ტყის ნობათის კოოპერატივის გამონაკლისი ამბიდან შეგვიძლია ვისწავლოთ, რომ, მიუხედავად იმისა, რომ მცირე ფერმერთა „მიწოდების“ კოოპერატივების ინკუბაციის საქმეში კერძო სექტორის ჩართვის ხარჯები შეიძლება სუბსიდირებულ იქნას დონორების ან მთავრობის მიერ მოკლევადიან პერსპექტივაში, ამგვარად შექმნილი მიწოდების კავშირები სავარაუდოდ საკმაოდ მყიფეა. ალტერნატიული მიმწოდებლების არსებობის ფონზე, კოოპერატივები უნდა იყოს ძალიან კარგად მართული, რომ შეინარჩუნოს თანმიმდევრული ხარისხი და სანდოობა. სხვა შემთხვევაში ჩვენ შეიძლება დავინახოთ „მინდვრის პირას დაჟანგული აღჭურვილობის“ უფრო მეტი შემაწუხებელი სურათი.
რომ შევაჯამოთ, ფერმერთა კოოპერატივებს მართლაც შეუძლიათ ბევრი მიზნის შესრულება. თუმცა პროდუქტიულობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ქართულ სოფლის მეურნეობის სექტორში შესაძლებელი იქნება ფერმერთა და გადამამუშავებლებსა და საცალო გამყიდველებს შორის მუდმივი მიწოდების ურთიერთობების ფონზე. მხოლოდ ამგვარმა კავშირებმა (განხორციელებული ფიუჩერსულ კონტრაქტებში) შეიძლება უზრუნველყოს საფუძველი ახალი ტექნოლოგიების ათვისებისა და ინვესტიციებისთვის.
ვინაიდან საქართველო იწყებს გასვლას ახალ საექსპორტო ბაზრებზე (მაგ. ევროპის ბაზრები DCFTA-ის ფარგლებში), მცირე ფერმერებს ექნებათ უფრო მეტი სტიმული, გაერთიანდნენ, რათა გააუმჯობესონ საკუთარი პროდუქციის ხარისხი და მიიღონ წვდომა ბაზარზე. კოოპერატივებსა და ფერმერთა ასოციაციებს შეუძლიათ უზრუნველყონ ორგანიზაციული მანქანები, რათა მათ ისარგებლონ ახალი საექსპორტო შესაძლებლობებით. გარდა ამისა, ალბათ, საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ უნდა გაითვალისწინონ კოოპერატივების შესახებ კანონის შეცვლა, რათა გამარტვიდეს გამარტივდეს კორპორაციული ჩართულობა მცირე ფერმერთა კოოპერატივების შექმნაში. მაგალითად, კორპორაციებს შეიძლება მიეცეთ ნება, ჰქონდეთ წილი კოოპერატივებში (ან „მცირე ფერმერთა პარტნიორობებში“), ერთობლივად მართულ შემნახველ ან გადამამუშავებელ საშუალებებში ინვესტიციების სანაცვლოდ.
Comments