ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

ქართველი მომხმარებლები ჭკუაში ჯობნიან სუპერმარკეტების მენეჯერებს?

სეზონთან ერთად ქართული  სურსათის ფასებიც შეიცვალა. ივნისის მეორე კვირაში სურსათით მოვაჭრე საქართველოს ძირითადმა  საცალო ქსელებმა (კარფური, გუდვილი, ფრესკო და სპარი) ფასები წინა წელთან შედარებით საშუალოდ 3.9%-ით, წინა თვესთან შედარებით კი 1.8%-ით დაწიეს. მაისის ბოლოსთან შედარებით, ფასები ყველაზე მეტად შეიცვალა შემდეგი პროდუქტებისთვის: ბადრიჯანი (-21%), მაკარონი (-10.3%), ყავა (-5.7%), ხორბლის ფქვილი (+11%), წიწიბურა (+10.5%) და ნიორი (+6.8%).

ერთი ფასის კანონი... რა კანონი?

რატომ უნდა იყიდებოდეს ერთი და იგივე პროდუქტი სხვადასხვა მაღაზიაში სხვადასხვა ფასად? არ უნდა იყიდებოდეს. ყოველ შემთხვევაში, ამას ამტკიცებს ეკონომიკის „ერთ ფასის კანონი“. რეალობა კი – საქართველოსა თუ სხვაგან – რა თქმა უნდა, განსხვავებულია. თან ძალიან განსხვავებული. მოდი, უცებ შევხედოთ თბილისის სუპერმარკეტებში ყველაზე გავრცელებულ პროდუქტებს:

კატეგორია პროდუქტი ბრენდი მინიმალური ფასი მაქსიმალური ფასი მინიმალურ და მაქსიმალურ ფასებს შორის სხვაობა (%)
პროდუქტები წიწიბურა Supremo, 0.8 kg 2.65 2.9 9.40%
ბრინჯი Supremo, 0.8 kg 1.95 2.5 28.20%
ხორბლის ფქვილი Mziuri Veli, 1 kg 1.65 1.81 9.70%
ხორბლის ფქვილი Makfa, 1 kg 1.55 2.05 32.30%
პური White Batoni 0.71 0.8 12.70%
შაქარი Chveni Sufra, 0.9 kg 1.75 1.95 11.40%
შაქარი Supremo, 0.9 kg 1.65 1.75 6.10%
მაკარონი Supremo, 1 kg 1.4 1.8 28.60%
მცენარეული ზეთი Zlato, 1 liter 3.5 3.99 14.00%
მცენარეული ზეთი Oleina, 1 liter 3.45 3.95 14.50%
კვერცხი Koda M 0.3 0.32 7.00%
კვერცხი Dila M 0.3 0.32 7.00%

ადვილად შევამჩნევთ, რომ ზოგიერთი პროდუქტის ფასებს შორის განსხვავება უმნიშვნელოა, მაგალითად დილასა და კოდას კვერცხის ფასები 30-32 თეთრს შორის მერყეობს. თუმცა როგორ მოხდა, რომ ერთ-ერთ სუპერმარკეტში 1 შეკვრა მაკფას ფქვილი 1.55 ლარი ღირს, მეორეში კი – 2.05 ლარი (სხვაობა თითქმის 32%-ია)? მაკფას ფქვილი შეიძლება უკიდურესი შემთხვევაა, მაგრამ ბევრი პროდუქტის შემთხვევაში გვხვდება ფასებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება. ეს სხვაობა ხშირად 10%-ზე მეტია.

ერთ-ერთი ახსნა შეიძლება ის იყოს, რომ სუპერმარკეტების მენეჯერებმა არ იციან, რას აკეთებენ და ფასებს არა კალკულაციის, არამედ სიხარბის საფუძველზე ადგენენ. სიხარბე კი შეიძლება ცუდი მრჩეველი იყოს, როდესაც საქმე მოგებას ეხება. წარუმატებლობის შემთხვევაში, მომხმარებელი კარგად დაფიქრდება, სანამ ასეთ ხარბ სუპერმარკეტში სავაჭროდ შევა. ქართული სუპერმარკეტების ქსელებს შორის კონკურენცია დროთა განმავლობაში იზრდება, ამიტომ სიხარბე და სისულელე შეუძლება მკაცრად დაისაჯოს.

კიდევ ერთი შესაძლო ახსნა ის არის, რომ ზოგიერთი სუპერმარკეტების ქსელები სხვებზე უკეთ ახერხებენ ადგილობრივი თუ საერთაშორისო მიმწოდებლებისგან დაბალი ფასების მიღებას. სწორედ ასე იქცევა აშშ-ის ერთ-ერთი უმსხვილესი საცალო ვაჭრობის ქსელი, ვოლმარტი. თუ საქართველოშიც ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, მაშინ დროთა განმავლობაში ბევრი საკვები პროდუქტი სუპერმარკეტების ზოგიერთ ქსელში სულ უფრო იაფი გახდება.

დაბოლოს, სუპერმარკეტების მენეჯერები შეიძლება ძალიან ჭკვიანები არიან და იციან, როგორ შეიტყუონ მომხმარებელი. ერთ-ერთი ხერხია ე. წ. „დანაკარგის ლიდერები“ – ტერმინი პროდუქტებისთვის, რომელთა გასაყიდი ფასი ბევრად ჩამოუვარდება თვითღირებულებას. thekrazycouponlady.com გვიხსნის, რომ ფასდაკლების პერიოდში რამდენიმე ასეთი პროდუქტით მომხმარებელს „იტყუებენ“ მაღაზიაში, რომელიც ბევრ სხვა პროდუქტსაც ყიდულობს და ამით აკომპენსირებს სუპერმარკეტის დანაკარგს“.

მომხმარებლები ხშირად ებმებიან მსგავს ხაფანგში და სუპერმარკეტში შესვლის შემდეგ ურიკას სხვადასხვა პროდუქტებით ავსებენ. მაგრამ ჭკვიანი მყიდველები – იმედია, საქართველოშიც გვყავს ასეთები – სხვანაირად იქცევიან!!! რატომ არ უნდა ინადიროთ „დანაკარგის ლიდერებზე“ და დააგროვო პროდუქტები, რომელიც უკიდურესად დაბალ ფასად იყიდება? აჯობეთ სუპერმარკეტების მენეჯერებს, იყიდეთ იაფად და თავიდან აიცილეთ სრული საფასურის გადახდა ყოველთვის, როცა კი პროდუქტი გაგითავდებათ!

საცალო საკვების ფასების ინდექსი  (Retail FPI) 2014 წლის ნოემბრიდან გამოიცემა და ყოველკვირეულად აკვირდება სუპერმარკეტების ფასებს 33 საკვები პროდუქტისთვის (რომლებიც ჩაშლილია პროდუქტების 5 კატეგორიაში), რაზეც მოდის საშუალო ქართული ოჯახის საკვების დანახარჯების 75%. პროექტს ახორციელებს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის აგრარული პოლიტიკის კვლევითი ცენტრი თბილისის ოთხ ყველაზე დიდ სუპერმარკეტების ქსელთან ერთად: კარფური, გუდვილი, ფრესკო და სპარი. ინდექსი ითვლის საკვები პროდუქტების  საშუალო შეწონილ ფასებს. FPI-ის მონაცემები გროვდება პროდუქტების შემდეგი კატეგორიებისთვის: (1) სურსათი (ფქვილი, მარცვლეული, შაქარი, ზეთი, მაკარონი, კვერცხი), (2) ხილ-ბოსტნეული, (3) ხორცი, (4) რძის პროდუქტები, (5) უალკოჰოლო სასმელები. როგორც წესი, ერთი პროდუქტისთვის ირჩევა ერთი კონკრეტული ბრენდი, რათა ადვილი იყოს ფასების შედარება სხვადასხვა სუპერმარკეტებში სხვადასხვა დროს. საცალო FPI-ის ანგარიში ქვეყნდება ორ კვირაში ერთხელ, თუმცა ინფორმაცია კონკრეტული პროდუქტების ფასების მკვეთრ რყევებზე ხელმისაწვდომია ე. წ. „Spotlight“ განყოფილებაში, რომელიც კვირაში ერთხელ ახლდება.

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
შაბათი, 23 ნოემბერი 2024

Captcha Image

Our Partners