ჩაის პირველი ბუჩქი დასავლეთ საქართველოში 1847 წელს გაჩნდა, მას შემდეგ ჩაის წარმოება საქართველოს ისტორიაში თამაშობს მნიშვნელოვან, თუმცა ბევრისთვის უცნობ როლს. დასავლეთ საქართველოს რეგიონების – გურიის, სამეგრელოს, აჭარის, იმერეთისა და აფხაზეთის – ტენიანი და სუბტროპიკული კლიმატი იდეალურია ჩაის წარმოებისთვის. როგორც იქნა, ეს ფაქტი ბიზნესმენებმაც აღიარეს საქართველოს საზღვრებს გარეთ. ლაო ძინ ძაო, გამოცდილი მეჩაიე, ჩინეთიდან 1893 წელს ჩამოვიდა, რათა საქართველოში ჩაი მოეყვანა. 1900 წლისთვის მას უკვე მოჰყავდა მსოფლიო დონის ჩაი, რომელმაც პარიზის მსოფლიო გამოფენაზე...