28 ნოემბერს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია პირდაპირი წესით საპრეზიდენტო არჩევნებს უკანასკნელად ატარებს. ამიერიდან, კონსტიტუციური ცვლილების შედეგად ქვეყენა პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე გადავა. ეს იმ რეფორმის ბოლო ეტაპია, რომელიც საპრეზიდენტო პოლიტიკურ მმართველობას საპარლამენტოთი ანაცვლებს. პრეზიდენტის ძალაუფლება ახალ სისტემაში ძალიან შეზღუდული და მეტწილად სიმბოლური იქნება1. მიუხედავად ამისა, პოლიტიკური პარტიები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს უფრო მნიშვნელოვანი, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ერთგვარ რეპეტიციად მი...