21 აპრილს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები საგზაო მოძრაობის კანონში და საქართველოში ეგრეთ წოდებული ქულების სისტემა შემოიღო. ამ სისტემით თითოეულ მძღოლს ენიჭება 100 ქულა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისას, გარდა უკვე არსებული ფულადი ჯარიმისა, მძღოლს აკლდება გარკვეული რაოდენობის ქულა.
როდესაც მძღოლს ამოეწურება მინიჭებული 100 ქულა, მას მართვის მოწმობა ერთი წლით ჩამოერთმევა. ყოველი წლის პირველ იანვარს მძღოლებს ქულების ბალანსი 100-მდე შეევსებათ.
როგორც საზოგადოების წევრს, მაშფოთებს ყოველდღიურად საქართველოს გზებზე ტრაგიკული ავარიების და სას...