ადამიანთა რაციონალურობა არის პოპულარული ეკონომიკის ერთ-ერთი ფუნდამენტური დაშვება. თუმცა, როგორც კარლტონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი, ტიმოთი ა. პიჩელი ამტკიცებს, საქმის გადადება, იგივე „უსარგებლო ნებაყოფლობითი გადადება“, არ შეესაბამება რაციონალური ადამიანის პარადიგმას.
პიჩელი თავის წიგნში „გამჭიანურებლის დაიჯესტი“ ამტკიცებს, რომ მედღეხვალიეები (ე.წ. Procrastinator) არღვევენ რაციონალურობის ყველაზე ფუნდამენტურ აქსიომას, კერძოდ, ე.წ. პრეფერენციების ტრანზიტულობას. თუ ადამიანს ძაღლები ურჩევნია კატებს და კატები – ზაზუნებს, ტრანზიტულობის პრინციპით შეგვ...