ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
ივნ
05

მეცნიერების კომერციალიზაცია: ფაგების ამბავი

მთელი მსოფლიო ინტენსიურად არის გადართული ტექნოლოგიურ ინოვაციისადმი სწრაფვაზე. არც საქართველოა ამ მხრივ გამონაკლისი. ადგილობრივი უნივერსიტეტები ცდილობენ, შექმნან ფაბ-ლაბები (ფაბრიკაციის ლაბორატორიები – მცირე ზომის სახელოსნოები, სადაც ადამიანს ციფრული ფაბრიკაციის საშუალება ეძლევა), მთავრობამ კი დააარსა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, რათა ხელი შეუწყოს სტარტაპების და ტექნოლოგიური კომპანიების შექმნას. გარდა ამისა, ქვეყანაში ჯერ კიდევ საკმაოდ დიდი რაოდენობით (60-ზე მეტი) ყოფილი საბჭოთა სამეცნიერო ინსტიტუტი არსებობს, რომლებიც დამოუკიდებლად ...
Rate this blog entry:
Continue reading
2179
0 Comments
Write a Comment
მაი
29

მეტი თანასწორობა მეტი ზრდისთვის

ჯერ კიდევ XII საუკუნეში წერდა კაცებისა და ქალების თანასწორობაზე უდიდესი ქართველი პოეტი, შოთა რუსთაველი. რამდენად ვიზიარებთ მის იდეებს დღეს? ქვეყანაში გენდერული თანასწორობა კონსტიტუციით არის უზრუნველყოფილი. შესაბამისად, კაცებსა და ქალებს თანაბარი უფლებები აქვთ მიწის ფლობაზე, მემკვიდრეობის მიღებაზე. თუმცა საქართველოში, ისევე, როგორც ბევრ განვითარებად ქვეყანაში, მიწის საკუთრების საკითხებს დიდწილად კულტურული ფასეულობები განსაზღვრავს. ქართული ტრადიციებიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიწა მემკვიდრეობით ქალს დარჩეს. მიწა ფასეული აქტივია და ტრადიციები...
Rate this blog entry:
Continue reading
1968
0 Comments
Write a Comment
მაი
27

საბინა და რაულ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში!

უცხოელი სტუდენტების რაოდენობა მთელ მსოფლიოში სტაბილურად იზრდება. სულ უფრო მეტი სტუდენტი ამჯობინებს, განათლება სამშობლოს ფარგლებს გარეთ მიიღოს. განათლების ინტერნაციონალიზაცია მთავარ როლს ასრულებს დღევანდელი საგანმანათლებლო სისტემების განვითარებაში. საერთაშორისო სტუდენტების მნიშვნელობა კი სცდება ეკონომიკაზე მოკლევადიან ფინანსურ ზემოქმედებას. მათი როლი განუზომელია სოციალურ დაახლოებასა და საერთაშორისო კავშირების ჩამოყალიბებაში. ლიტერატურა განასხვავებს ორი ტიპის ეკონომიკურ შედეგს, რაც საერთაშორისო სტუდენტებს მოაქვთ: მოკლევადიან სარგებელს, რომელიც მიიღება სტუდ...
Rate this blog entry:
Continue reading
2169
0 Comments
Write a Comment
მაი
22

თავისუფლება თუ შიში? ცურვის შიში სამხრეთ კავკასიაში

დიდი ხანია, ეკონომისტები დაობენ, თუ რომელი სავალუტო რეჟიმი უნდა აირჩიონ განვითარებადმა ქვეყნებმა: დააფიქსირონ გაცვლითი კურსი სხვა რომელიმე ქვეყნის (ან ქვეყნების ჯგუფის) ვალუტასთან (ვალუტებთან) მიმართებაში თუ ბაზარს მიანდონ ის მისი დადგენა. ინტუიციურად, სავალუტო კურსი ჩვეულებრივი ფასია, ისეთივე, როგორიც ტომარა კარტოფილის, ლიტრი რძის ან კილოგრამი თაფლის ფასი. განსხვავება ის არის, რომ სავალუტო კურსი გვიჩვენებს ერთი ერთეული უცხოური ვალუტის (მაგ. აშშ დოლარის) ღირებულებას ადგილობრივ ვალუტაში. ეკონომიკის სახელმძღვანელოები გვასწავლიან, რომ ბაზრის კარგად ფუნქციონ...
Rate this blog entry:
Continue reading
3201
0 Comments
Write a Comment

Our Partners